in

„საბაუნის“ ინიციატივით რუსეთის უნივერსიტეტებს ELFA-ს წევრობა შეუჩერდათ

22 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA)  წევრთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სულხანსაბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი გორაძის ინიციატივით, ასოციაციამ წევრობა შეუჩერა რუსეთის უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებს.

BOG
BOG

როგორცსაბაუნისპროფესორი განმარტავს, რუსეთის უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც რუსეთ-უკრაინის ომს ამართლებდნენ და მხარს უჭერდნენ პუტინის იმპერიალისტურ მისწრაფებებს. ხელმომწერთა შორის იყვნენ ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებიც.

მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე, მე ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იურისტები, ხოლო სამართლის მთავარი და ერთადერთი ღირებულებაადამიანიავინც ამ ომის დანაშაულს ამართლებს, არ უნდა იყოს ჩვენ შორის. ამიტომ ამ უნივერსიტეტებს, სულ მცირე, ასოციაციის წევრობა უნდა შეუჩერდეს. ეს ჩვენი ვალდებულებაა. Glory to Ukraine!“ – განაცხადა გიორგი გორაძემ შეხვედრაზე.

კრებამ კენჭი უყარა ქართველი პროფესორის  ინიციატივას, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. შედეგად, რუსულ უნივერსიტეტებს ELFA- წევრობა შეუჩერდათ.

ELFA მსხვილი საერთაშორისო  ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმირების პროცესს უწყობს ხელს და მსოფლიოს 49 ქვეყნის 150-ზე მეტ წევრ უნივერსიტეტს აერთიანებს. სულხანსაბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2020 წლიდან, აღნიშნული ასოციაციის წევრია.

 

[R]

ფიზიკოსების აზრით, დროში მოგზაურობა შესაძლებელია

სატურნის მთვარე დედამიწას კიდევ ერთი მახასიათებლით ჰგავს