in

საბაუნიში გემიფიკაციამ ტრადიციული ტურიზმი ინტერაქციულ თავგადასავლად გარდაქმნა

საბაუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სწავლების საინტერესო გამოცდილებად გარდაქმნის საშუალებას იძლევა, რაც ტურიზმში გემიფიკაციის ინტეგრირებით მიიღწევა.

გემიფიკაცია გულისხმობს თამაშის დიზაინის პრინციპების, მექანიკისა და ელემენტების გამოყენებას არასათამაშო კონტექსტში ან აქტივობებში, როგორიცაა: განათლება, ბიზნესი, ტურიზმი, ჯანდაცვა, მარკეტინგი და სხვა. გემიფიკაციის მიზანია, რუტინული და დამღლელი აქტივობები გარდაქმნას საინტერესო გამოცდილებად, რათა გაზარდოს სტუდენტების ჩართულობა და მოტივაცია.

სტუდენტებს ტექნოლოგიებისა და თამაშის დიზაინის პრინციპების ირგვლივ ვაერთიანებთ. ინოვაციური მიდგომებით ვაძლიერებთ ბიზნესის, ტურიზმისა და განათლების სფეროს, რათა სტუდენტებმა თამაშზე დაფუძნებული სტრატეგიებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სფეროს განვითარებაში.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შეუძლიათ არა მხოლოდ თეორიულად შეისწავლონ გემიფიკაციის ტრანსფორმაციული ძალა, არამედ თავად გახდნენ გარდაქმნის მონაწილეები და გემიფიკაციის პრინციპების გამოყენებით შექმნან გემიფიცირებული ტურისტული გამოცდილების დიზაინი და ტურისტული თამაშები“, – მურთაზ ბოლქვაძე, გემიფიკაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

ტურიზმის პროგრამის სტუდენტები კურსის დასრულების შემდეგ მზად იქნებიან ტურიზმში თამაშის ელემენტები შეიტანონ და მოგზაურობა დასამახსოვრებელი გახადონ. გარკვეული სტიმულის მიცემით, ვიზიტორებს დანიშნულების ადგილის ისტორიის, კულტურისა და მნიშვნელობის შესახებ სახალისო აქტივობებით მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილება შესთავაზონ, რაც ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.

გემიფიკაციის ცენტრი, საქართველოში პირველად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა.

ცენტრის მისიაა, ხელი შეუწყოს გემიფიკაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მისი ტექნიკების დანერგვას ბიზნესის, მარკეტინგის, ტურიზმისა და განათლების სფეროში. გემიფიკაციით, ინოვაციური სწავლებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, სტუდენტები შეძლებენ ტრადიციული ტურიზმი ინტერაქციულ თავგადასავლად გარდაქმნან, რაც დასაქმების ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.

[R]

ნაკლები თავდაჯერება უფრო გვაბრკოლებს, ვიდრე დაცემა — Dove-ის რეკლამა Super Bowl-ზე

ნახეთ: ყველა ფილმის თრეილერი Super Bowl 2024-დან