17
Jan
2020

საბაუნის ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს

17 Jan 2020

საბაუნი 2020 წელს განახლებული ვიზუალური იდენტობით იწყებს. უნივერსიტეტმა კომპლექსური ლოგო უფრო მარტივად აღსაქმელი დიზაინით შეცვალა. რედიზაინზე კრეატიულმა სააგენტო Brandit-მა იმუშავა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა განაახლა ბრენდის პლატფორმა, ლოგოტიპი და სხვა ატრიბუტიკა. როგორც დიზაინის ავტორები ამბობენ, უნივერსიტეტის მთავარმა ვიზუალური იდენტობის შექმნისას გამოიყენეს უნივერსიტეტის გერბი, რომელიც “ინარჩუნებს ტრადიციულ შინაარსობრივ დატვირთვას და ამავდროულად დამაჯერებლად ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს”:

საბაუნის ძველი სიმბოლო ასეთი იყო:

“სიმბოლოში მინიმალისტურად არის წარმოდგენილი ფარში გამოსახული მტრედი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ქართული „ანისა“ და ბერძნული „ომეგას“ ანაგრამას. გერბის სიმბოლური მნიშვნელობა სრულად ეხმიანება უნივერსიტეტის მთავარ ღირებულებებსა და მისიას:
ლურჯი – ინტელექტი, ნდობა.
თეთრი – სინათლე, ჭეშმარიტება.
ფარი – მდგრადობა, გონების სიწმინდე, სულიერი ზრდა.
მტრედი – მშვიდობა, მიზანდასახულობა, სასოება, თავისუფლება, შემოქმედება.
„ანი“ და „ომეგა“ – ერთიანი „ევროპული“ ანბანის განუყოფელი ნაწილები – დასავლურ
სამყაროსთან და ქრისტიანულ ღირებულებებთან ქართული სულის თანაზიარობას განასახიერებს. ამავდროულად, ეს არის სულხან-საბასეული იდეის, დასავლეთ ევროპული ოჯახის ცნობიერებასა და საგანმანათლებლო სივრცესთან საქართველოს დაკავშირების გამოხატულება,” – განმარტავენ სააგენტოში.

განხილვა