in

„საბაუნის“ სამეწარმეო იდეების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ

8 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გახორციელდა სამეწარმეო იდეების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით 30-ამდე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების ჯგუფმა (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). კონკურსის მიზანი იყო საინტერესო, ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე მოსწავლეების აღმოჩენა, წახალისება და ხელშეწყობა.

 „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი წელს მეორედ ატარებს სამეწარმეო იდეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენი  მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამოვლენა და განვითარება. პროექტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს  გამოიჩინონ ინიციატივა და  მარტივად შეძლონ საკუთარი იდეის  რეალობად ქცევა. 10 პროექტიდან გამოვარჩიეთ 4 საუკეთესო და დავაჯილდოვეთ ფულადი პრიზებით.“ – თამთა მიქაბერიძე, საბაუნის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.

როგორც „საბაუნის“ ასოცირებული პროფესორი-დიმიტრი კობახიძე განმარტავს, კონკურსის მიზანი ისეთი მონაწილეების გამოვლენაა, რომლებიც ჩარჩოს გარეთ ფიქრობენ და მოქმედებენ: „სკოლის მოსწავლეებისთვის მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვს საშუალება განახორციელონ იდეა რომელსაც დაისახავენ მიზნად და მომავალში ეს მიზანი აქციონ საუკეთესო რეალობად მათ და ჩვენს ცხოვრებაში.“

10 საუკეთესო იდეიდან გამოვლინდა 4 გამარჯვებული:

I  ადგილი – „ბიოსაწვავის წარმოება“ (სსიპ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა);

II ადგილი – „VC Comics“ (სსიპ თბილისის 175-ე საჯარო სკოლა);

III ადგილი ორმა გუნდმა გაინაწილა:

,,IRIGO“ (ავტომატური სარწყავი სისტემების წარმოება) (გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში)

აპლიკაცია „თავის – უფალი“ (სსიპ თბილისის 215-ე საჯარო სკოლა).

პროექტში  ჩართულები იყვნენ „საბაუნის“ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: იტალიიდან (Università di Roma LUMSA), პოლონეთიდან (Polonia University), საფრანგეთიდან (Université Catholique de Lille).

„ალ. ქართველის რობოტების შეჯიბრის“ გამარჯვებულები NASA-ში გაემგზავრებიან!

ბრიტანეთის საელჩოში დედოფლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების პარტნიორი პრემიუმ ბრენდი JCB იყო