in

„საბავშვო დაშლილები“ – Castrol Georgia-სა და ეკო-საწარმო „ტენეს“ კამპანია 1-ელ ივნისს!

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, Castrol Georgia, ეკო-საწარმო „ტენესთან“ პარტნიორობით, წარმოგიდგენთ  შემეცნებით და გარემოზე ორიენტირებულ კამპანიას საბავშვო დაშლილები. კამპანიის კრეატიული კონცეფცია და კამპანიის ვიზუალური  იდენტობა შეიქმნა კრეატიული სააგენტო მავერიკის“ (Maverik) მიერ.

კამპანიის ფარგლებში, გაიხსნება სპეციალური ჩამბარებელი პუნქტი, სადაც მშობლებს შვილებთან ერთად შეეძლებათ მიიტანონ დაშლილი, გაუმართავი ან გამოუსადეგარი სათამაშოები, ჩააბარონ მათი პლასტმასის ნაწილები და სანაცვლოდ მიიღონ შემდეგი საჩუქრები:

  • სპეციალურად ბავშვებისათვის მომზადებული წიგნაკი „მოდი დავშალოთ“, იგივე „სახალისო მეცნიერება ცნობისმოყვარე ბავშვებისათვის“, რომელიც მათ გასაგებ ენაზე უხსნის, როგორ მუშაობს სხვადასხვა მექანიზმი, მაგ: მანქანა, გემი, რობოტი და სხვა;
  • ტკბილეული პატარებისთვის;
  • „ტენეს“ ელ.დამტენები და ნივთის საკიდები;
  • GT Motors–ის ბრენდების (Land Rover, Jaguar, BMW, MINI, FORD, SUZUKI) კერამიკის სათამაშო მანქანები;
  • 20%-იანი ფასდაკლება კასტროლის სერვის ცენტრში მშობლებისთვის.

კამპანიის შთაგონებად იქცა თანდაყოლილი ბავშვური ცნობისმოყვარეობა, სურვილი, გაიგონ როგორ მუშაობს ყველაფერი მათ გარშემო, რასაც ხშირად სათამაშოები „ეწირებიან“. Castrol Georgia სათამაშოების დაშლის ინტერესს, პროგრესის დაჩქარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს.

„საბავშვო დაშლილები“ ორ მთავარ მიზანს ემსახურება: ცოდნის მიღების წახალისებასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის  ჩამოყალიბებას.

პროექტი 1-ელ ივნისს, თბილისში დაიწყება და 20 ივნისამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია:

ლოკაცია: Gt Group.აღმაშენებლოს ხეივანი, 216

თარიღი: 2025 წლის 1 ივნისი – 20 ივნისი

[R]

ვის იხილავთ რეგიონის ყველაზე დიდ ტექღონისძიებაზე? – GTWT 2025: Shaping the New Era-ს სპიკერები უკვე ცნობილია

როგორ ვაქციოთ 1 ივნისი თავგადასავლად – თიბისის სპეციალური შეთავაზება ბავშვთა დღისთვის