in

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

შენი ხმაც და ვიმარჯვებთ!


2022 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო.

გადადით ბმულზე და მიეცით ხმა:  https://vote.junioreurovision.tv/

საიუბილეო, რიგით მე-20 ევროფესტივალი, 11 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება. წელს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, მარიამ ბიგვავა წარადგენს, სიმღერით „მჯერა“.

საქართველოს წარმომადგენლისთვის ელექტრონული ფორმით ხმის მიცემა 11 დეკემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

ხმის მიცემის პროცედურის გასაცნობად იხილეთ ვიდეორგოლი:

ევროვიზიის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელი პირველი არხის ეთერში, 11 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00-საათზე იხილავს.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა და ამ კონკურსში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა — მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საქართველომ გამარჯვება 2008, 2011 და 2016 წლებში მოიპოვა. 2017 წელს კი  საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.

[პარტნიორის კონტენტი]


სანერვიულო არაფერია – რას გვიყვებიან თიბისი დაზღვევის მიერ გაცოცხლებული იდიომები

Kia-ს ბავშვები ჩრდილოეთ პოლუსზე „მიჰყავს“ — საახალწლო კამპანია