in

სმარტ აკადემიაში ბავშვებისთვის სასწავლო პროგრამები შეიქმნა

განათლების მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სმარტ აკადემიამ ნიკოლა ტესლას სკოლასთან ერთად გადაწყვიტა, 10 წლიდან 15 წლამდე ბავშვებისთვის კურსები შეექმნა.

კურსები ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და შესაძლებლობა ეძლევათ, კიდევ უფრო გაიფართოონ წარმოსახვა, შეიძინონ და აღმოაჩინონ ახალი უნარები და ინტერესები, განივითარონ კრეატიული და კრიტიკული აზროვნება.

თითოეული კურსი ზედმიწევნით არის შემუშავებული სპეციალურად ბავშვებისთვის და ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებაზეა ორიენტირებული. თითოეული მათგანი კი მუდმივად განვითარებადი სამყაროსათვის ფეხის ასაწყობადაა მნიშვნელოვანი.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ კურსებს ბავშვებისთვის:

ციფრული ხატვა ილუსტრატორში

ციფრული ხატვის კურსის მიზანია, ილუსტრატორის სხვადასხვა ხელსაწყოების და საბაზისო ხატვის ცოდნის დახმარებით ბავშვებმა შეძლონ მარტივი პერსონაჟებისა და მათთვის შესაფერისი სცენის დახატვა.

,,ციფრული ხატვის კურსზე ვისწავლე ილუსტრატორის გამოყენება, ფერებისა და კომპოზიციის სწორად შერჩევა და განაწილება. ყველაზე მეტად პერსონაჟების შექმნა მომეწონა, რადგან ამაში ჩემი ფანტაზია ჩავრთე”, – ლიზა პეტრიაშვილი, კურსდამთავრებული

„მოლოდინი მქონდა, რომ Illustrator-ში მუშაობას საბაზისო დონეზე შევძლებდი, თუმცა ახლა უკვე რამდენიმე წუთში შემიძლია სასურველი ილუსტრაციის შექმნა” ბარბარე რურუა, კურსდამთავრებული.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ილუსტრატორის სხვადასხვა ხელსაწყოსა და საბაზისო ხატვის ცოდნის დახმარებით დახატონ მარტივი პერსონაჟები და მათთვის შესაფერისი სცენა;
  • Adobe Illustrator-ში ხატვისთვის საჭირო ხელსაწყოები;
  • ხატვის საბაზისო წესები და მარტივი ფორმებით ხატვა.

კურსს გიორგი ვართუმაშვილი, გრაფიკოსი დიზაინერი/ილუსტრატორი წარუძღვება, რომელსაც სფეროში მუშაობის 6+ წლიანი გამოცდილება აქვს.

,,სახალისო და საინტერესო გაკვეთილები გვქონდა და კურსის ლექტორი ყველაფერს ძალიან კარგად და გასაგებად ხსნიდა. გამოვარჩევდი პრაქტიკულ დავალებას, როდესაც სხვადასხვა ემოცია უნდა დაგვეხატა და ილუსტრატორში უნდა გადაგვეტანა. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიღებული ცოდნა ბევრგან გამომადგება”, მარიამ პეტრიაშვილი, კურსდამთავრებული.

გაიგე მეტი კურსზე.

STEM – Science, Technology, Engineering, Math

კურსის მიზანია, 10-15 წლის მოსწავლეებს მისცეს საფუძვლიანი განათლება STEM (Science-მეცნიერება, Technology-ტექნოლ­ოგიები, Engineering-ინჟინერია, Math-მათემატიკა) მიმართულების შესახებ, რომლის რეალიზებასაც მოახდენენ რამდენიმე კომპონენტის გაერთიანებით: Python, Tinkercad, MIT App Inventor, Algorithms.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • დაეუფლონ პროგრამირების აბსტრაქციებს;
  • შეძლონ ალგორითმების საფუძვლიანად გათვითცნობიერება;
  • დაეუფლონ ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლებს;
  • დაინახონ პრობლემა და მოძებნონ მისი გადაჭრის გზა;
  • შექმნან მათთვის სასურველი მობილური აპლიკაცია
  • გაივითარონ შემოქმედებითი უნარები;
  • გაუჩნდეთ მომავლის პროფესიის დაუფლების სურვილი;
  • აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება, დაისახონ მიზანი და საკუთარი ძალებით მიუახლოვდნენ მას ყოველდღე.

გაიგე მეტი კურსზე.

პროგრამირების საწყისები

კურსის მიზანია, 10-15 წლის მოსწავლეებს მისცეს საფუძვლიანი განათლება პროგრამირებაში Python-ის გამოყენებით. კურსის განმავლობაში ისინი შეძლებენ განივითარონ პრობლემის გადაჭრის, ალგორითმული აზროვნებისა და პროგრამული აბსტრაქციების წარმოდგენის უნარი.

 

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • შეიმეცნონ პროგრამირება 0-დან;
  • გამოიმუშაონ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დაეუფლონ პროგრამირების საბაზისო ცოდნას;
  • ისწავლონ Github პლატფორმაზე მუშაობა;
  • გააკეთონ საკუთარი პროექტები მენტორის დახმარებით.

გაიგე მეტი კურსზე.

STEM კურსსა და პროგრამირებას მაიკო მეკოკიშვილი ასწავლის, რომელიც:

  • სწავლობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე
  • სწავლობდა ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში STEAM მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო დრონების დაპროგრამებაში
  • მაიკო იმყოფებოდა ბოსტონის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 1 თვიანი საგანმანათლებლო პროგრამით
  • გამოცდილება აქვს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა: WEB და Android აპლიკაციები, Machine Learning, Python Django, C++
  • მას აქვს რამდენიმეწლიანი სწავლების გამოცდილება ბავშვებთან და მოზრდილებთან, Smart Academy-ის Backend Development with Python კურსის ლექტორის ასისტენტის ამპლუაში

ვებდეველოპმენტის საწყისები

კურსის მიზანია, 10-14 წლის მოსწავლეებს მისცეს ცოდნა ვებგვერდების შექმნის საწყისებთან დაკავშირებით; HTML, CSS, JavaScript-ის საშუალებით შეძლონ შეასრულონ პრაქტიკული აქტივობები და საინტერესო პროექტები.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ისწავლონ მარკირების ენები;
  • დაეუფლონ ვებ პროგრამირების საფუძვლებს;
  • შეძლონ ბრაუზერის და კოდის რედაქტორის გამოყენება;
  • შექმნან მათთვის საინტერესო პროექტები;
  • გაუჩნდეთ სურვილი დაეუფლონ მომავლის პროფესიებს;
  • განივითარონ შემოქმედებითი უნარები.

კურსს თორნიკე რამაზაშვილი, ფრილანსერი Front-End დეველოპერი და სერტიფიცირებული ტექნოლოგიური განათლების ტრენერი, წარუძღვება.

გაიგე მეტი კურსზე.

შემოგვიერთდით, ერთად მივცეთ ბავშვების ნიჭს, მისწრაფებებსა და პოტენციალს გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ“, – ამბობენ სმარტ აკადემიაში.

გაზაფხულის ჯგუფებში მიღება დაიწყო.

[პარტნიორის კონტენტი]

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და 5 ნობელიანტი მწერალი

როგორ გავხადოთ გუნდთან ერთად მუშაობა უფრო სასიამოვნო?