in

ილუსტრაციებით შექმნილი ზღაპრული სამყაროები — სალომე ხოტივარის ნამუშევრები


საბავშვო წიგნებზე მუშაობა განსაკუთრებით დიდ შრომასთანაა დაკავშირებული — ზღაპრებსა და მოთხრობებს თავი რომ დავანებოთ, პატარების ყურადღების მისაზიდად ილუსტრაციებიც დიდ როლს ასრულებს. ამიტომაცაა, რომ ბავშვების დაუშრეტელ ფანტაზიებს ჯადოსნური ნახატებით, ამბების შემავსებელი სურათებით აფორმებენ. სწორედ მათი მეშვეობით ხდება მათ გონებაში კონკრეტული სამყაროების წარმოდგენა-ფორმირება.

ილუსტრატორს კი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, სამი რამ სჭირდება: გულწრფელობა, ბავშვური აღქმა და ამ აღქმისადმი სიყვარული. სხვაგვარად თითოეულ ნამუშევარს დაეტყობა სიყალბე, რასაც პატარები ყოველთვის ძალიან ზუსტად გრძნობენ. ასეთია ქართველი ილუსტრატორი, სალომე ხოტივარი, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ბავშვობის სურვილი გააცოცხლა და მულტიმედია აირჩია. მას შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება ამას დაუკავშირდა — „რა თქმა უნდა, წლების მანძილზე ბევრი ნამუშევარი შემიქმნია, მაგრამ საბავშვო მიმართულებით თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობ და დღეს სხვადასხვა გამომცემლობაში ძირითადად საბავშვო წიგნის ილუსტრირება-გაფორმებაზე ვმუშაობ. მთლიანობაში, ხატვით ვამყარებ კავშირს სამყაროსთან“.

სალომე განწყობისა და სპეციფიკის მიხედვით ხატავს როგორც საღებავებით, ისე ციფრულად. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ თემატიკასა და დამკვეთის სურვილს.


შეაფასეთ „ვეფხისტყაოსნის“ 3D ანიმაცია, რომელზეც Cubex-მა იმუშავა

როგორ გვაძლევს ნეგატიურობა დადებით შედეგებს?