in

საბეჭდი მანქანა ახალი დიზაინით ბრუნდება

საბეჭდი მანქანა გასულ საუკუნეში ზუსტად იმ მიზნით გამოიყენებოდა, რისთვისაც დღეს კომპიუტერს ვიყენებთ. თუმცა კომპიუტერის კლავიატურისა და ეკრანისგან განსხვავებით, სადაც შეგიძლიათ ერთი ღილაკის დაჭერით ჩაასწოროთ ან წაშალოთ სიტყვა, საბეჭდ მანქანაზე ახალი ფურცელი ან მაკორექტირებელი სითხე დაგჭირდებოდათ. მართალია, პროცესი ახლანდელზე მეტად რთული იყო, მაგრამ დღეს იგი მაინც გააცოცხლეს და ციფრულ თაობას ახალი საბეჭდი მანქანის ვერსია შესთავაზეს. 

ფიქრობენ, რომ ძველი საბეჭდი მანქანა წერისთვის უკეთესი იყო, რადგან ეკრანი და მასზე არსებული გამოსახულებები ყურადღებას არ გვიფანტავდა. 

განახლებული საბეჭდი მანქანის — Flowo კონცეფციაზე იტალიელმა დიზაინერმა ჯოდი დელ ბიანკომ იმუშავა. გარდა იმისა, რომ ეს მოწყობილობა ნოსტალგიურია, ფიქრობენ, რომ წერისთვის უფრო კომფორტულ საშუალებას გვთავაზობს, ვიდრე სმარტფონი, კომპიუტერი ან ლეპტოპი. კლავიატურა განათებულია და მრგვალი როლერი აქვს მიმაგრებული, რომელშიც A4 ფორმატის ფურცელი თავსდება. ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და თვალებისთვისაც ნაკლებად საზიანოა.

Flowo ესეების, სტატიებისა თუ უბრალოდ თქვენი დღიურების დასაწერად კარგი საშუალებაა. შექმნილია მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენ მიერ დაწერილ სტრიქონებს გადახედოთ, მაგრამ აქ გრძელი ტექსტის წაკითხვა, გადახვევა ზემოთ და ქვემოთ, არც ისე კომფორტულია. ამ პრობლემის გადასაჭრელად მოწყობილობას უკან USB ტიპის შესაერთებელი აქვს. მსგავსად დოკუმენტების ჩამოტვირთვასა და ატვირთვას, აკრეფილი ტექსტის სხვა ეკრანზე წაკითხვასაც კი შეძლებთ.

დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი აიფონზე უკვე ხელმისავწდომია

გათბობის ხარჯები ბინაში, ანუ ასჯერ გაზომილი და ერთხელ გაჭრილი ამბავი – ნამაი ვაკე