არყის დანიურმა ბრენდმა I AM Vodka წამოიწყო კამპანია, რომლითაც მოუწოდებს საზოგადოებას, იყოს ტოლერანტული განსხვავებული ადამიანების მიმართ. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #thepriceofbeingme საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ მათ, ვინც რთული გზა გაიარა იმისთვის, რომ იყოს ის, ვინც არის დღეს. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელშიც ტრანსგენდერი მოდელის ისტორიას გვიამბობენ.
საბელ გონსალესი დიდი ოჯახიდანაა. სქესის შეცვლის გამო, ახლობლებმა ზურგი შეაქციეს. მან დაკარგა უახლოესი ადამიანები, დახარჯა ფული, გადაიტანა ოპერაციები, რომ თავისი შინაგანი სამყარო მისთვის მისაღებ სხეულში მოეთავსებინა. მან საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ იყოს საბელ გონსალესი, ტრანსგენდერი, ქალი და მოდელი. მსგავსი გარდაქმნები საზოგადოებითვის ხშირად მიუღებელია, ყველამ არ იცის, რა “ღირს”, იყო საკუთარი თავი, ამიტომაც მოუწოდებს ბრენდი ტოლერანტობისა და ურთიერთგაგებისკენ.
I AM Vodka განსხვავებული ბრენდია, რომელიც შექმნილია უცნაური და არაორდინალური ადამიანებისთვის. ეს ბრენდი არ მიდის დათმობაზე, ცვლის სტერეოტიპებს და თამაშის წესებს… და მაინც, I AM Vodka მშვიდობისა და ურთიერთგაგების მომხრეა.
Credit list
Director: Christian Prener
Copywriter: Gabriel Miller
DoP: Daniel Venosa
Prod: Prener Film
Agency: Butter
Music: David Olafson & Christian Prener
Editor: Mark Kronby & Christian Prener
Colorist: Mark Kronby
Sound Design: Peter Nørgaard
PR agency: Be On
Model: Slay Model Management http://www.slaymodels.com/