in

საბურავების გამოცვლის დროა! – Ebay–ს უჩვეულო მეთოდი, რომლის სახლში გამეორებაც რეკომენდებული არ არის

Ebay-მ ავტომობილების ზაფხულის საბურავების რეკლამირებისთვის ყველაზე უჩვეულო მეთოდი მოიფიქრა, რომლის გამეორებაც რეკომენდებული ნამდვილად არ არის. ზამთარი უკვე გადავაგორეთ, ახლა ის დროა ავტომობილებს მივხედოთ და ახალი საბურავები შევიძინოთ. თუმცა, მისი შეძენაც და გამოცვლაც ხშირად ბევრისთვის არც თუ ისე აქტუალური და სახალისოა. სწორედ ამიტომ, Ebay–ს სარეკლამო ვიდეორგოლში, მათი გამოცვლის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული საშუალებაა ნაჩვენები. სამი კასკადიორი ორ საბურავზე მგორავ მანქანას, უშუალოდ მართვის დროს უცვლის საბურავს. მართალია, ბრენდს ამ ვიდეორგოლის შესაქმნელად საკმაოდ ბევრი შრომა მოუხდა, რომ აღარაფერი ვთქვათ უშუალოდ შემსრულებლებზე, მაგრამ ფაქტია, რგოლიც და ზაფხულის საბურავებიც ნამდვილად მიმზიდველი, ეფექტური გამოვიდა.

 

ტურისტული სააგენტო ბავშვებისთვის და მოგზაურობა მათი წარმოსახვით შექმნილ ადგილებში – Radio Flyer–ის კამპანია

ყველაფერი ჯინსით იწყება, ხოლო როგორ გაგრძელდება, ამას თქვენ წყვეტთ – ახალი ბრენდი John Lewis–ის ქსელში