22
Aug
2013

როგორ ჩაიარა Summer Ad Camp-მა

22 Aug 2013

Elit Electronics


სიყვარულის ქალაქმა რიგით მეორე  Summer Ad Camp 2013-ს  უმასპინძლა. ბანაკის მონაწილეები, 9 დღის განმავლობაში მსოფლიოში წამყვანი სარეკლამო სკოლების სემინარებსა და ვორკშოპებს ესწრებოდნენ .

signagi

გიორგი მჟავანაძე Art Factory of Gipa-ს მენეჯერი. 

გიორგი რითი გამოირჩეოდა და როგორ ჩაიარა Summer Ad Camp-მა?

კიდევ ერთი წარმატებული 9 დღე გვქონდა სარეკლამო ბანაკში. 2013 წლის ბანაკი გამორჩეული იყო იმით, რომ მონაწილეებმა სემინარის მე-5 დღეს დაქორწინება გადაწყვიტეს და ყველამ ერთად გავიზიარეთ მათი ბედნიერება. გარდა ამისა  სემინარზე გამოვლინდა დაგეგმილზე მეტი გამარჯვებული, მათ სასწავლო გრანტები მიიღეს.

qorcili

როგორც აღნიშნე იმაზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა,ვიდრე დაგეგმილი იყო, ვინ გაიმარჯვა?  

მოსკოვის კომუნიკაციის აკადემიაში 1 წლიანი სრული გრანტი მიიღო ეკა ყიფიანმა და მომავალი წლიდან სწავლის დაწყებას გეგმავს. დანარჩენ სამ გამარჯვებულს 50% გრანტი გადაეცა და სამივე აპირებეს მომავლ წელს წასვლას. ნიკა გუჯეჯიანმა ერთ-ერთმა პირველმა მიიღო 50%  ანუ 10,000 ევროს ღირებულის გრანტი  Miami Ad School- ში და ზამთარში გეგმავს სასწაველბლად წასვლას. გამარჯვება კი თათია კარიაულის პროექტმა მოიპოვა. ნიკლას ფრინგ-რუპს (Miami Ad School -ჰამბურგის სკოლის დაფუძნებელი) დამატებით ორი პროექტი მოეწონა, მისი გადაწყვეტილებით სხვებსაც მიეცათ შანსი მიეღოთ დაფინანსება.

ნიკა ხუნდაძე – ბანაკის მონაწილე და გამარჯვებული 

როგორ ჩაიარა ბანაკში 9 დღემ, რა ისწავლე და რა დაგამახსოვრდა?

9 დღემ “სიყვარულის ქალაქში” ძალიან საინტერესოდ და ამავდროულად საკმაოდ დატვირთულად ჩაირა. დროის უმეტესი ნაწილი სემინარებსა და უშუალოდ დავალებებზე მუშაობაში გადიოდა, თავისუფალი დრო ფაქტიურად არ გვქონდა. მიუხედვად ამისა, მაინც ვახერხებდით გართობასა და ცოტა დასვენებასაც კი. ძილი დიდი ფუფუნება იყო. პირადად ჩემთვის,  ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ BBDO Branding-ის კრეატიული დირექტორის – მიშა გუბერგრიტსის (Mikhail Gubergrits ) ქალაქის ბრენდინგის იდეა იყო, სადაც უბრლო წერტილი და ტირე მთლიან კონცეფციას მოიცავდა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ “ყველაფერი გენილური – მარტივია” და კიდევ ერთი, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ბანაკის ყველა მონაწილესათვის, სვეტა მაიბროდსკაიას (Sveta Maybrodskaya) დაუვიწყარი ფრაზა “нейминг это основа брендинга”, რაც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ზოგადად, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც მოწვეული ტრენერების, ისე მონაწილეებთან ერთად მუშაობის პროცესიდან.

gamarjvebulebi

შენ ხარ ერთ-ერთი გამარჯვებული, რა დავალების შესრულება მოგიწიათ ?

ჩემს მიერ წარდგენილმა პროექტის იდეამ მოწონება დაიმსახურა და მეც გამარჯვებულთა შორის აღმოვჩნდი. დავალება კი მდგომარეობდა შემდეგში: Connect an audience of your choosing to a product or service from a global brand in a way that wasn’t possible five years ago.

რა გეგმები გაქვს მომავალში?

ვფიქრობ, რომ პროექტის დასრულებულ ვარიანტს აუცილებლად წარვადგენ Future Lions – ის ფესტივალზე. მიუხედავად მოპოვებული 50%-იანი სტიპენდიისა Miami Ad School-ში, საბოლოო გადაწყვეტილება, წასვლასთან დაკავშირებით, ჯერ მაინც არ მაქვს მიღებული.

ქეთო ბარაბაძე Marketer.ge – Miami Ad School-ის პროექტის მენეჯერი.

როგორ გაჩნდა და როგორ შეაფასებდით საერთო ჯამში Miami Ad School-ის საქართველოში ჩამოყვანის იდეას?

Miami Ad School-ი ყველასთვის ცნობილია, ვინც სარეკლამო ბიზნესში ტრიალებს ან სამოამავლო გეგმებს უკავშირებს ამ სფეროს. ძალიან წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავთ მათ, რომლებიც საკუთარ სააგენტოებს ფლობენ, ან ცნობილ სააგენტოებში აგრძელებენ თავიანთ კარიერას. რამოდენიმე უცხოელი კურსდამთავრებული მეგობარი მე და ჩემს მეგობრებსაც გვყავს. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ სკოლის საინტერესო ქეისებზე. აქედან გაჩნდა იდეა, რომ იქნებ “მარკეტერის” მხარდაჭერით, რომელიც არაკომერციული პროექტია და მუდმივად მხარში უდგას ყველა საინტერესო მოვლენას ქვეყანაში, აქაც გაგვეკეთებინა მსგავსი ღონისძიება, სადაც ამ სფეროთი დაინტერესებული პირები მიიღებდნენ მონაწილეობას. ასე დავუკავშირდით ერთ-ერთ დამფუძნებელს –  ნიკლას ფრინგს.  მოლაპარაკების პროცესში თავად ნიკლასმა გვითხრა, რომ მას ყავდა ქართველი სტუდენტები და საქართველოზეც ბევრი სმენია, თავად ნიკლასმა დაგვაკავშირა “საქიდეამშენს” – გიორგი პოპიაშვილს და გია ბოხუას,  Miami Ad School-ის კურსდამთავრებულები. ასე გავიცანით ერთმანეთი. ღონისძიების ჩატარების ბევრი ვერსია განიხილებოდა, იდეის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო Art Factory of Gipa  და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ Summed Ad School-ის ფარგლებში ჩატარებულიყო Miami Ad School-ის დღეებიც, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. საბოლოოდ ღონისძება გაიმართა სიღნაში და იმაზე მეტი გამარჯვებული ჰყავს პროექტს, ვიდრე დაგეგმილი იყო. სწორედ ეს იყო მიზანი და ვფიქრობ მიზანს მივაღწიეთ!

თუ აპირებთ მომავალშიც ამ მიმართულებით მუშაობას და სხვა სკოლებისა და გამოცდილი სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში?

ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს. ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კრეატიული სააგენტოს ხელმძღვანელობის ჩამოყვანაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ჯერ არ გავაჟღერებ, მაგრამ ეს ძალიან მაგარი მოვლენა იქნება მთლიანად ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში , ყველაფერი მაინც მხარდამჭერებზეა დამოკიდებული.

 შეგახსენებთ “Summer Ad Camp 2013” ქალაქ სიღნაღში 31 ივლისიდან – 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ART Factory of Gipa, Miami Ad School-ის ოფიციალური მასპინძელი საქიდეამშენი, პროექტის ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge

განხილვა