in

ნახეთ: საჭადრაკო დაფა, რომელიც ვიზუალურ პროექტორებს იყენებს და თამაშს გასწავლით

ის დამწყები მოთამაშეებისთვის იდეალური საშუალებაა

ჭადრაკი საკმაოდ კომპლექსური თამაშია – ვიდრე პარტიის მოგების სიმაღლემდე მივაღწევდეთ, ერთ ბრძოლას ფიგურათა მიმართულებების სწავლისას ვიგებთ. შემდგომ კი ამას ემატება ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება, რადგან აქ ყოველი სვლა უდიდესი მნიშვნელობის მქონეა და, შესაძლოა, პაიკის ერთმა არასწორმა გადაადგილებამ, პარტია წაგვაგებინოს.

Liffit
Liffit

იმისათვის, რომ ამ საინტერესო გონებრივი თამაშის სწავლა გაგვიადვილდეს, Bülent Ünal-მა ვიზუალური პროექტორის მქონე საჭადრაკო დაფა შექმნა. ის თავად გვიჩვენებს, როგორია კონკრეტული ფიგურის გადაადგილების წესი. ყოველი ფიგურა დასამუხტ ელემენტზე მუშაობს, რათ შეძლოს სენსორული გამოსხივების ჩვენება.

მართალია, მას ტრადიციული ჭადრაკის ფიგურებისგან განსხვავებული ვიზუალი აქვს, თუმცა ეს ბავშვების ყურადღებას უფრო მეტად მიიპყრობს – თავისი სტაფილოსფერი, მომრგვალებული ფიგურის მოყვანილობით. თანაც, ამ გზით ტექნოლოგიური განვითარება და ანტიკვარული სტილი ერთმანეთთან სინთეზშია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჭადრაკი არის უნარი, მეხსიერება და დისციპლინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სტრატეგიის შემუშავება და მონდომებაა საჭირო, Bülent Ünal-ის საჭადრაკო დაფა, შესაძლოა, დამწყებებს სწავლის პროცესის გამარტივებასა და ტაქტიკის გამომუშავებაში დაეხმაროს.

ნახეთ: 500 კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ ჩაძინებული სპილოები

მანქანა, რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის – Lexus-ის ისტორია