in

ძველი საჭაშნიკეს ახალი წარმატება – საჭაშნიკე 1 წლისაა!

რაც დრო გადის და თანამედროვე ცხოვრება მოდის, სულ უფრო ვაფასებთ იმ ძველ, საკულტო ადგილებს, რომლებმაც თავის დროზე საკუთარი სათქმელი თქვა, ბევრი ადამიანის ისტორია შემოინახა და ჩვენამდე მაინც მოვიდა. თბილისში, სადაც კულტურული მემკვიდრეობა მუდამ, უწყვეტად იქმნებოდა, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ფუნქციონირებდა „საჭაშნიკე” – ღვინისა და ალკოჰოლური სასმლის შესაძენად და დასაგემოვნებლად.

1969 წლიდან საჭაშნიკე მრავალ სტუმარს მასპინძლობდა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანში, ვერაზე, მერაბ კოსტავას 60 ნომერში მდებარე ობიექტი ნელ-ნელა ისტორიულ ლოკაციად ჩამოყალიბდა, თუმცა წლების გასვლის შემდეგ ბევრი რამ გამოიარა: იყო დაკეტილიც, შენობამ შეითავსა სხვა ფუნქციებიც, რომლებიც დროებითმა მეპატრონეებმა გამოუნახეს, დღესდღეობით კი, აგერ უკვე ერთი წელია, ის პირვანდელ საწყისს დაუბრუნდა, თანაც ისე, რომ თანამედროვეობას ორგანულად შერწყმოდა და არც კოლორიტული სული დაეკარგა.

განახლებული საჭაშნიკე

2024 წლის მაისიდან საჭაშნიკე, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, რესტორანს, პაბს და გრილს აერთიანებს. ის მასპინძლობს როგორც ქართველებს, ისე ტურისტებს, არის სივრცე, სადაც გურმანები იყრიან თავს და ყოველი საღამო მეგობრების გემრიელ და ემოციურ შეხვედრად იქცევა.

საჭაშნიკეს სამზარეულოს მახასიათებელია ლუდზე ორიენტირებული პაბის სტილის მენიუ — გრილზე მომზადებული კერძებით, რომელიც ქართულ ხასიათს და გემოს ატარებს. ნახშირის გრილზე დაბრაწული ღორის მწვადი, წვნიანი ცხვრის ქაბაბი, ღუმელში დაბრაწული ლავაში სვანური მარილითა და კახური ზეთით, ჩებურეკი, გამომცხვარი საქონლის ენა და, რა თქმა უნდა, საჭაშნიკეს ხინკალი, რომელიც უკვე ქალაქის „სავალდებულო გასისინჯად” იქცა.

ყველა კერძი მზადდება ესპანური ბრენდის — Mibrasa-ს გრილზე, რაც უმაღლესი ხარისხისა და გრილის ბუნებრივი შებოლილი არომატის გარანტიაა.

საჭაშნიკეში შეხვდებით 8 სახეობის ჩამოსასხმელ ლუდს, რომლებიც უნიკალური სისტემით ზუსტად 5°C-მდე ცივდება და იდეალურად ინარჩუნებს გემოს. და, რა თქმა უნდა, ადგილს, სადაც ღვინო ისტორიის ნაწილია, ვერ წარმოვიდგენდით ღვინისა და ჭაჭის დიდი კოლექციის გარეშე, რომელიც შერჩეულია როგორც „ბადაგონის” ასორტიმენტიდან, ისე სხვა გამორჩეული ქართული მარნებიდან.

ერთი წელი ემოციებით, მეგობრობითა და მუსიკით სავსე

ერთი წლის თავზე საჭაშნიკე უკვე წარმოადგენს ადგილს, სადაც გემრიელი ჭამა, მეგობრული ატმოსფერო და სასმელი ერთ მთლიან რიტუალად იქცა. პარასკევსა და შაბათს საღამოს 21:00 საათიდან ცოცხალი მუსიკა სტუმრების განწყობას დამატებით ანათებს – სცენაზე ბენდი The Natural Born Lovers გამოდის და საღამოს ემოციურ შტრიხებს აძლევს.

დღეს საჭაშნიკეს სტუმრების დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამით თავდაპირველი მიზანიც მიღწეულია,.რომ სტუმრები უფრო მეტად ქართველები ყოფილიყვნენ და მათი სიყვარული და ერთგულება საჭაშნიკეს მიმართ 1 წლის თავზე წარმატებით შედგა და მიღწეულ იქნა.

აქ სპორტის გულშემატკივრობაც უფრო მაგარია

სპორტის მოყვარულებისთვის საჭაშნიკე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თბილისში — ყველა მნიშვნელოვანი მატჩი პირდაპირ ტრანსლაციაშია, სხვადასხვა სპორტის სახეობით. სივრცეში განთავსებულია 360-გრადუსიანი ეკრანები, ხმა კი JBL-ის პრემიუმ აუდიოსისტემით გადმოიცემა — ასე რომ თამაშის ყურება აქ უკვე ცალკე გამოცდილებაა.

საჭაშნიკეს თანადამფუძნებელია ქართული ღვინის ლიდერი კომპანია „ბადაგონი”, ხოლო კონცეფცია, ბრენდინგი და მენეჯმენტი ეკუთვნის გამოცდილ სტუმართმასპინძლობის ბიზნეს განვითარების საგენტოს “გასტრონავტი”, რომელიც, ასევე, არის მენიუს, სერვისის სტანდარტისა და სტრატეგიის ავტორი. ინტერიერზე დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა იმუშავა და სხვადასხვა ეპოქის ნაზავით შექმნა უნიკალური, ეკლექტური სივრცე.


„და დღეს, როცა საჭაშნიკე 1 წლის ხდება, ვამბობთ მხოლოდ ერთ რამეს — მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავი ამ დაუვიწყარ გამოცდილებაში და მოგზაურობაში.

ეს წელი იყო დაუვიწყარი მეგობრობის, გემოს, ტრადიციისა და სიახლის შერწყმის წელი. და ჩვენ გპირდებით — ყველაფერი ახლა იწყება”, – ეს გახლავთ საჭაშნიკეს გზავნილი.

[R]

რა უნდა ამოვიღოთ რეზიუმედან?

Wikipedia-ს რედაქტორებს AI დაეხმარება