მაშინ, როდესაც ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, საომარი მოქმედებების ეკრანებიდან ყურება გვზარავს და გვაშინებს, არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ესწრებიან ამ მძიმე მომენტებს. მართალია, მათთვის გარკვეული დროის შემდეგ ეს რთული სანახაობა წყდება, მაგრამ ის გამყინავი ხმები და მათან გამოწვეული შეგრძნებები არსად იკარგება. ომის ვეტერანებისთვის ჩვეულებრივი სარეცხი მანქანის, ბუშტის გახეთქვის თუ ფეიერვერკის ხმა იმ მძიმე სიტუაციების შემახსენებელია, რასაც ოდესღაც ბრძოლის ველზე ხედავდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება სპეციალური დახმარების გარეშე. David Lynch Foundation სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს ნამდვილი გმირების რეაბილიტაციაზე და ეხმარება მათ ჩვეულებრივ, წყნარ ცხოვრებასთან შეგუებაში. ორგანიზაციამ, სააგენტო Herezie–ს დახმარებით, 1 წუთიანი სარეკლამო ვიდეორგოლიც შექმნა, რომელიც კარგად ასახავს რთულ რეალობას.














