in

კვლევა – ავსტრალიის ეკოსისტემის აღსადგენად წლიურად $2 მილიარდია საჭირო!

მისი დეგრადირების დონე სულ უფრო მზარდ სახეს იღებს

ავსტრალიის ეკოსისტემების სიჯანსაღე და მრავალფეროვნება საგრძნობლად უარსდება. გარემო მიწის ზეწოლის, ცეცხლის ნიმუშების და ინვაზიური სახეობების მზარდი ზეწოლის ქვეშ იზრდება. ასევე, ეკოსისტემები უკიდურესად დაუცველია კლიმატური ზემოქმედებისგან, რადგან ტემპერატურის მატება და ხანძრების გახშირებაა მოსალოდნელი.

ავსტრალიის გარემოსდაცვითმა კანონმდებლობამ და პოლიტიკამ თავი ვერ გაართვა ამ მზარდს გამოწვევებს. ამასთან, საკმარისი დაფინანსება არ არსებობს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გარემოს აღდგენისთვის.

დეგრადირებული ეკოსისტემების მიზნობრივ აღდგენას ამ გამოწვევების გადაჭრის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. პერსპექტიული მიდგომაა არაპირველადი სასოფლო-სამეურნეო მიწის აღდგენა, რათა ბუნებრივი მცენარეული საფარი გაიზარდოს. საინტერესოა, რა თანხებთანაა დაკავშირებული ავსტრალიის დეგრადირებული ეკოსისტემების ამ გზით აღდგენა? და შესაძლებელია ამის მიღწევა საკვების წარმოების გარეშე?

ახლად გამოქვეყნებულ სტატიაში ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევრები სწორედ ამ გზას აღწერენ და აფასებენ, როგორც ავსტრალიის დეგრადირებული ხმელეთის ეკოსისტემების თითქმის მთელი (99.8%) ტერიტორიის მცენარეული საფარით აღდგენის საშუალებას.

მათი შეფასებით, ეს რესტავრაცია წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი ღირს, რაც მთლიანობაში 30 წელს გასტანს. თავის მხრივ, ეს ხარჯები ნახშირბადის სავარაუდო 12-46 მილიარდი აშშ დოლარით ანაზღაურდება – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახშირბადის ფასების ოპტიმისტური სცენარით, რომელიც ნამდვილად ასახავს ბაზრის მიმდინარე პროგნოზებს, პროექტის განხორციელება სრულებით შესაძლებელია.

კვლევის წამყვანი ავტორის, ბონი მაპინის თქმით, წამახალისებელი პროგრამა, რომელიც ნახშირბადის ემისიების შემცირებას ემსახურება, ფერმერებსა და გარემოსდაცვით სამსახურს დიდ შემოსავალს მოუტანს. “მარგინალურ მიწებზე ბუნებრივი მცენარეული საფარის აღდგენას უზარმაზარი სარგებელი აქვს ავსტრალიის ბიომრავალფეროვნებისთვის. ასევე, ამ გზით სოფლად და რეგიონულ თემებში საგრძნობლად გაიზრდება სამუშაო ადგილები” – ამბობს პროფესორი ლესლი ჰიუზი, ავსტრალიის კლიმატის საბჭოს დამფუძნებელი, მრჩეველი და WWF ავსტრალიის დირექტორი.

დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის, „ბილაინი“ აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს

კრისტოს ოცნება ასრულდა – პარიზის ტრიუმფალური თაღი ქსოვილით დაიფარება