მეიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰომეი მიაშიტამ შეიმუშვა სპეციალური ელექტრო ჯოხების ნაკრები, რომელსაც საკვების გემოს გაუმჯობესება შეუძლია. სასმელების კომპანია Kirin Holdings-სა და Miyashita Lab-ს შორის თანამშრომლობით შექმნილი საჭმელი ჩხირები მარილიანობის აღქმის გასაუმჯობესებლად შეიქმნა.
როგორც იცით, რაციონში მარილის ჭარბი რაოდენობა სხვადასხვა დაავადების წარმოქმნას ან გამძაფრებას უკავშირდება. მათ შორისაა ჰიპერტენზია და თირკმლების პრობლემები. ახლა კი ეს ინოვაციური პროდუქტი მარილის გემოს ელექტრო სტიმულაციის გზით დაგვიკმაყოფილებს.

„შესაძლოა, ეს ტექნოლოგია სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაბალი ნატრიუმის დიეტას იცავენ“, — ნათქვამია პრესრელიზში. იაპონიაში ეს გავრცელებული პრობლემაა. ქვეყნის ტრადიციული დიეტა მარილის რაოდენობის შემცირებისკენაა მიდრეკილი, რადგან ზრდასრული ადამიანი დღეში, საშუალოდ, დაახლოებით 10 გრამ მარილს მოიხმარს. ეს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ რაოდენობას ორჯერ აღემატება.
მიაშიტას ჩხირები კი ამ პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს შეასრულებს. ექსპერიმენტის ფარგლებში მიაშიტამ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ ელექტრიფიცირებულ ჩხირებს მარილიანობის აღქმის გაზრდა 1.5-ჯერ შეუძლია.












