in

საჩუქარი, რომელიც ყველას აბედნიერებს – პირველი საახალწლო ემოციები John Lewis–ისგან

არაჩვეულებრივი მუსიკა, საყვარელი ძაღლი და განსაკუთრებული საჩუქარი –  John Lewis ახალი წლის მოახლოებას გვამცნობს. ცოტა არ იყოს, რთულია, დატვირთული კვირის შემდეგ, წარმოადგინო ისეთი ვიდეორგოლი, რომელიც გადაწონის სერიოზულ პოლიტიკურ შოკს, რაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ გამოიწვია… მაგრამ ჩვენ ახლა არა ჩვეულებრივ სარეკლამო რგოლზე, არამედ John Lewis–ის ყოველწლიურ საახალწლო ვიდეოზე ვსაუბრობთ. მთელი წლის მოლოდინი ყოველთვის მართლდება ხოლმე, ბრენდის ნამუშევრები გამოირჩევა საოცარი ჰუმანურობით, სიყვარულით, ბედნიერი მომენტებით, ერთგულებით, მზრუნველობითა და თბილი ემოციებით, რომელიც წელიწადის ამ გამორჩეულ დროს თან ახლავს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა და John Lewis–მა საზოგადოების განწყობის ამაღლება ახალი რგოლით სცადა.

 

https://www.youtube.com/watch?v=sr6lr_VRsEo

რბილ საწოლზე ხტუნვა, ალბათ, ყველა ბავშვის საყვარელი გასართობია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბატუტი ურჩევნიათ. John Lewis–ის ვიდეორგოლში მამის საჩუქარი მხოლოდ პატარა გოგონასთვის არ ყოფილა ბედნიერების მომტანი. ბაქსტერი ოჯახის უსაყვარლესი ოთხფეხა მეგობარია, რომელიც ყოველთვის დიდი აღტაცებითა და ინტერესით უყურებს ხოლმე, როგორ ხტუნაობს მისი პატარა მეგობარი რბილ საწოლზე. ბატუტმა სხვა ცხოველების ყურადღებაც მიიპყრო და იმ დროს, როცა საჩუქრის პატრონს ტკბილად ეძინა, მელიებმა, ციყვებმა და ზღარბებმაც კი, არაჩვეულებრივი დრო ატარეს. საახალწლო საჩუქრების ტრადიცია უბრალო პროცესი ნამდვილად არ არის, ეს ბედნიერებისა და სიყვარულის გაზიარების საუკეთესო გზაა საყვარელი ადამიანებისთვის და არა მხოლოდ…

#თაობა – სანდრო კოზმანიშვილი: Hanker არ კეტავს არტისტებს და ექსპერიმენტის საშუალებას აძლევს

მიეცით თქვენს რჩეულ კომპანიას გამარჯვების შანსი!