in

ვალენტინობა ახლოვდება – გააჩნია თუ არა საჩუქარს?

14 თებერვლამდე რამდენიმე დღე დარჩა. სიყვარულის დღის ეგიდით მალე ქალაქში საჩუქრების გაცვლა დაიწყება. ყვავილები, სუნამოები და რომანტიკული ვახშმები… შეიძლება წელსაც ტრენდული გახდეს მსუყე თაიგულის ფოტო, რომელიც დიდი სიყვარულის და გულუხვობის სიმბოლოდ იყო ჩაფიქრებული და ბოლოს ნაგვის ურნაში აღმოჩნდა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგჯერ საჩუქრები, განსაკუთრებით კი ვალენტინობაზე მიღებული საჩუქრები, ჩვენს გემოვნებას, ინტერესებს და ცხოვრების წესს მკვეთრად აცდენილია. ამიტომაც შეყვარებული ადამიანების ნაწილი ელოდება ვალენტინობას, მეორე ნაწილი კი ეჭვის თვალით უყურებს დღესასწაულს, საჩუქარს არც იღებს და არც გასცემს.

იქნებ ვალენტინობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება სწორედ ტრადიციული საჩუქრების ბრალია?

არადა, რა არის ვალენტინობა? დამატებითი შანსი, აჩუქო საყვარელ ადამიანს, რაც გაუხარდება, გამოადგება, გააბედნიერებს და რაც მთავარია, მისთვის სწორად შერჩეული იქნება.

შესაფერისი საჩუქრის შერჩევა პატარა „მეცნიერებაა”. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაკვირდებით, რა მოსწონს ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელი ნივთი შეიძლება იყოს მისთვის პრაქტიკული და ხანდახან იმასაც ვინიშნავთ გონებაში, რა წამოსცდება, რომ ძალიან უნდა.

მეორე ნახევარზე ფიქრისა და წარმოდგენების პარალელურად მწიფდება ხოლმე აზრი – რა იქნებოდა ყველაზე კარგი საჩუქარი. შეიძლება სქროლვისას მოვკრათ თვალი ნივთს და მივხვდეთ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, სრულიად შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა.

კარგი საჩუქრის მიღება უხარია ყველას, მათ შორის ვალენტინობაზეც. რაც არ უნდა ალმაცერად უყურებდეს ვინმე სიყვარულის დღეს, საჩუქარს გააჩნია და სწორად შერჩეულ საჩუქარს კიდევ უფრო გააჩნია.

ამ მოტივებზე სიყვარულის დღესთან დაკავშირებით „ზუმერმა” მორიგი საკომუნიკაციო კამპანია შემოგვთავაზა. კამპანიის მესიჯი პირდაპირი და ხმამაღალია – „საჩუქარს გააჩნია”. ზუმერი მომხმარებლებს მოუწოდებს, იფიქრონ გულისსწორების სურვილებზე და შეარჩიონ შესაფერისი საჩუქარი. რთულია ზუმერს არ დავეთანხმოთ, სწორად შერჩეულ საჩუქარს გააჩნია!

[პარტნიორის კონტენტი]

Doritos-ის რეკლამაში ელტონ ჯონი ჯეკ ჰარლოუს ჯილდოს „პარავს“

Paris 2024-ის ვიზუალური იდენტობა ცნობილია