in ,

ინდივიდუალური საახალწლო საჩუქრები Coca-Cola-სგან

ალბათ, ყველამ იცის, რა რთულია საახალწლოდ ორიგინალური და განსხვავებული საჩუქრის გაკეთება. Coca-Cola-მ გადაწყვიტა ერთგულ მომხმარებელზე ეზრუნა და მათთვის “თავსატეხის” გადაჭრის არაჩვეულებრივი საშუალება შეეთავაზებინა. ბრენდმა, სადღესასწაულოდ, 10 ცალი საახალწლო “ყუთი” შექმნა და ბრაზილიის ქუჩებში დაამონტაჟა. უჩვეულო ობიექტის განსაკუთრებულობას, გამვლელები ყუთში შესვლისთანავე გებულობდნენ. Coca-Cola-მ მომხმარებელს საშუალება მისცა, საყვარელი ადამიანებისთვის ინდივიდუალური ბოთლი შეექმნათ სასურველი წარწერით. ამასთან, ყუთში დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით, მისალოც ვიდეოსაც იღებდნენ და ამ ყველაფერს ერთად საჩუქრის ადრესატს ფოსტის საშუალებით უგზავნიდნენ.

BOG
BOG

https://vimeo.com/199677163

რა მოხდება მაშინ, თუ სამსახურში თეთრი კურდღელი გამოგეცხადებათ

კვერცხის ფერმა „სავანეთმა“ ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთების წარმოება დაიწყო