კევინ ჰარტი ჰოლივუდის ერთ–ერთი გამორჩეული მსახიობია, რომელსაც თავისი იუმორითა და ნიჭით ყველაზე უმნიშვნელო პროდუქტიც კი შეუძლია ძალიან მიმზიდველად აქციოს მომხმარებლისთვის. მართალია, ახლა უმნიშვნელო პროდუქტზე სულაც არ ვსაუბრობთ და საქმე მამაკაცის საცვლების მწარმოებელ, საკმაოდ ცნობილ ბრენდ Tommy John–თან გვაქვს, მაგრამ ასეა თუ ისე, კევინმა ის კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
ბრენდმა ახალი კოლექციის დემონსტრირებისთვის მართლაც, ყველაზე შესაფერისი ცნობილი სახე მოძებნა, მისი დამსახურებით სარეკლამო კამპანიის 30 წამიანი ვიდეორგოლები ძალიან სასაცილო და საინტერესო გამოვიდა. ვინ თქვა, რომ კარგი, ხარისხიანი საცვლები მხოლოდ ქალბატონებისთვისაა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ეს პროდუქტი მამაკაცების თავდაჯერებულობასა და კომფორტზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ქალბატონების შემთხვევაში.












