23
May
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 24-29 მაისი

23 May 2019

ღონისძიებათა თარიღებს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ რომ 26 მაისს არავინ არაფერს არ გეგმავს. რატომ? ამის მიზეზი თქვენც კარგად იცით – იგი კვირის მთავარი მოვლენაა. ამ დღეს ყველა ერთად იკრიბება ნაცნობ ადგილზე და საგანგებოდ ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა, მანამდე და მას მერე განსატვირთ ღონისძიებებს ტრადიციულად არ ვუჩივით. და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მათ წესისამებრ გთავაზობთ:

 

KHIDI 中 G2: FREQUENCY SHIFTER ❚ HIEROPHANT ❚ SARASVAT

24 მაისს კლუბ “ხიდში”, კერძოდ კი, 24 მაისს G2-ში დაუკრავენ: კლუბის რეზიდენტი გიგა არაბული იგივე FREQUENCY SHIFTER, ირაკლი ჩიჩუა სასცენო სახელით HIEROPHANT და ნიკა ჯორბენაძე ეისიდ ტექნო პროექტით SARASVAT. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ხიდის ვებგვერდს.

ზურა რამიშვილის ტრიო

24მაისს, 21:00 – ზე მელოგრანო ზურა რამიშვილის ტრიოს უმასპინძლებს (ზურა რამიშვილი – პიანო,
მიშო ჯაფარიძე – ბასი, დანიელ ადიკაშვილი – დრამი). დასწრება თავისუფალია. მაგიდების დასაჯავშნად და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Vakis Parki At Hard Rock Cafe Tbilisi

თუკი “ვაკის პარკის” ძველი ჰიტები მოგენატრათ, მაშინ ეს საღამო არ უნდა გამოტოვოთ! ჰარდ როკ კაფე 24 მაისს “ვაკის პარკს” მასპინძლობს. საღამო 21:30 სთ-ზე დაიწყება. მსურველები დამატებითი ინფორმაციის სანახავად აღნიშნულ ბმულს ეწევიეთ.

BASSIANI / HOROOM: KANCHELI ■ HVL ■ OBJECTOR TRAX ■ LILITH. ■ NINASUPSA

24 მაისს კლუბი BASSIANI ადგილობრივი საკლუბო სცენის გამორჩეულ არტისტებს უმასპინძლებს. კლუბის სელექტორებს, KANCHELI, HVL და OBJECTOR TRAX-ს HOROOM-ის საცეკვაო მოედნიდან NINASUPSA და LILITH შეუერთდებიან. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბასიანის ვებგვერდს. 

Erekle Deisadze Live Band at Bari-Barshi

ბარი-ბარში 24 მაისს ერეკლე დეისაძესა და მის “ლაივ” ბენდს წარმოგიდგენთ. საღამო 21:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი კი 15 ლარი იქნება. დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს. 

გედების ტბა | Swan Lake

25 მაისს 19:00 სთ-ზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიოტრ ჩაიკოვსკის ორმოქმედებიანი ბალეტი „გედების ტბა“ გელით. ბილეთების ფასი 10-დან 120 ლარამდეა. მათი ყიდვა კი TKT.GE-ზე შეგიძლიათ.

4GB 2019

4GB-ის მეორე და დასკვნითი ნაწილი 24 და 25 მაისს გაიმართება, ტრადიციულად – საგურამოში. თუ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით მასზე დასწრება, ახლა ნამდვილად გაქვთ შანსი! ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Tbilisi Newcomers 2019 – Final Live

Tbilisi Open Air / AlterVision, თბილისის მერიის მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ყოველწლიური მუსიკალური პროექტის – Tbilisi Newcomers 2019-ის დასკვნით კონცერტს, რომელიც 26 მაისს 15:00 სთ-ზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ნუ მიეყრდნობით Live

28 მაისს, 21:00 სთ-ზე Creator Bar-ში ჯგუფ ნუ მიეყრდნობის პირველი ლაივ კონცერტი გაიმართება. გეტყვით იმასაც, რომ ჯგუფი არასრულწლოვნებისგან შედგება და მათთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. დასწრება თავისუფალია, სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს. 

პ რ ე მ ი ე რ ა  ჰოჲ / Hoჲ

28-29 მაისს მოძრაობის თეატრში ერთმოქმედებიანი ქორეოდრამის “ჰოჲ” პრემიერა გაიმართება (რეჟისორი:თათა თავდიშვილი, ქორეოგრაფი/მხატვარი : ტატო გელიაშვილი, მუსიკალური გამფორმებელი : Michél). ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზე შეგეძლებათ.

განხილვა