თუკი ჯერი იმაზე დადგა, სად უნდა წახვიდეთ უქმეებზე, ხელს წიგნის საერთაშორისო ფესტივალისკენ გავიშვერთ. დღისით და მზისით “ბევრი” შთაგონების და ამბის სახლში წამოღება შეგიძლიათ, თანაც კარგი ფასდაკლებებით. ამ ყველაფრის მერე კი შეგეძლებათ იმ ღონისძიებებზე წახვიდეთ, ჩვენ რომ საგულდაგულოდ შევარჩიეთ თქვენთვის.. Marketer.ge მათ ტრადიციულად გთავაზობთ:
Soundwave – ცოცხალი მუსიკის ტალღა ფაბრიკაში ქართული ანდერგრაუნდ სცენის წარმომადგენლებს: ერეკლე დეისაძესა და თემო ეზუგბაიას მასპინძლობს. შემსრულებლები წარდგენილნი იქნებიან პროექტით Eko & Vinda Folio. საღამო 20:00 სთ-ზე დაიწყება. რაც შეეხება ბილეთებს, მათ შესაძენად გადადით ბმულზე.
Candy Inside?
“Candy Inside?” არის კონსტანტინე მინდაძის ფართო ფორმატის სკულპტურული აუდიოვიზუალური ინსტალაცია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, რომლის ხილვაც KHIDI-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (III FLOOR) პარასკევს 31 მაისს 19:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
31 მაისსა და 2 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ვიქტორ დოლიძის ოპერას „ქეთო და კოტე“ წარმოგიდგენთ. იგი არის კომიკური ოპერა სამ მოქმედებად, რომელიც სავსეა იუმორის, კომიზმის და სატირის ელემენტებით, თითქმის ერთი საუკუნეა, რაც ქართველი მაყურებლის საყვარელ ოპერად რჩება. ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე შეგეძლებათ.
31 მაისს KHIDI-ს 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკლუბო ღამეზე დაუკრავს მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი, დიჯეი და პროდიუსერი OLIVER HO პროექტით BROKEN ENGLISH CLUB. მასთან ერთად დაუკრავს ბერლინში დაფუძნებული თანამედროვე სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლ CITITRAX-ის ოჯახის წევრი LEE DOUGLAS იგივე AN-I. ბილეთების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
Daira Podcast 3 Year Anniversary Party
31 მაისს Politika-ში Daira Podcast-ის 3 წლის იუბილე აღინიშნება, რომელიც რეალურ სივრცეში გააგრძელებს პოდკასტის მუსიკალურ იდეას, სადაც გაერთიანდება საცეკვაო და არასაცეკვაო მუსიკალური სტილები. ამ დღისთვის სპეციალური 40 წუთიანი სელექციით წარდგებიან: tevz & Beatchild – Bossa Nova / Tropicalia / MPB
Routes not Roots – Ambient / New Age, IC122 – Beat Music / IDM, Thandrus – Mexican & Italian World Music, Beatchild – Broken Beat, tevz – Jazz & Funk.
Out Of Town Festival გთავაზობთ საზაფხულო ივენთების სერიებს. საზაფხულო განწყობის ასამაღლებლად კი ივენთები ”pool party”-ის სახეს მიიღებენ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში წყნეთში, ნოდარ დუმბაძის #16-ში IKA-სა და HATSVALI-ს შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა – ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ,სოლისტი – გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ მაჩაიძე, ნატალია ბერიძე, გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი“. გეტყვით იმასაც, რომ დასწრება თავისუფალია.
DECODER: GIEGLING X KUS TBA
GIEGLING-ის 10 წლის იუბილეს, თბილისში, კუს ტბაზე, ელექტონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER უმასპინძლებს. 4 დან 6 ივნისამდე გიგლინგის კოლექტივთან ერთად კუსტბაზე გაიმართება სხვადასხვა აქტივობები. დაკსვნითი ნაწილი კი 7 და 8 ივნისს შედგება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.
DIAGNOSIS
5 ივნისს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპეკტაკლ DIAGNOSIS პრემიერა გაიმართება. იგი ერთმოქმედებიანი პიესაა, რომელსაც საფუძვლად უდევს შტეფან ცვაიგის პოპულარული ნოველა „უცნობი ქალის წერილი“. ბილეთების შესაძენად Biletebi.ge-ს საიტს ეწვიეთ.