4
Jul
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 4-7 ივლისი

4 Jul 2019

თბილისში ახლა ის დღეებია, ახალგაზრდების უმეტესობა აქციაზე რომ დგას, სადაც დღეს კონცერტი გაიმართება. თუმცა, თუკი თქვენ სხვა გეგმები გაქვთ და არ იცით, სად ამოყოთ თავი საღამოს, მარკეტერი ყოველკვირეულ ტრადიციას განაგრძობს და კვლავაც შემოგთავაზებთ კვირის ღონისძიებებს. თანაც ეს კვირა საკმაოდ აქტიურია ამ მხრივ..

 

GIGA Papaskiri at Molecule კუს ტბაზე

მათ, ვისაც სუფთა ჰაერზე სასიამოვნო დროის გატარება გიყვართ, კუს ტბაზე არსებული სივრცე “მოლეკულა” გიგა პაპასკირისა და მარი მამულაშვილის საღამოზე გეპატიჟებათ. “მოლეკულა” მსმენელს სასიამოვნო მენიუსაც ჰპირდება. საღამო 20:00 სთ-ზე დაიწყება.

ანა კორძაია – სამადაშვილი ❚ რეზო კიკნაძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი” და ,,ამბავი” გთავაზობთ ექსპერიმენტულ პროექტს – ინტერაქციული ლექცია და მუსიკალური პერფორმანსი. თქვენთვის კარგად ნაცნობი ანა კორძაია-სამადაშვილი ინგებორგ ბახმანის პირველი და ერთადერთ რომანზე “ბრახმანი” ისაუბრებს. საღამოს კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე გააფორმებს. დასწრების მსურველებმა ღონისძიების ორგანიზატორებს უნდა მისწერონ.

BASSIANI / HOROOM: RESIDENTS NIGHT

5 ივლისს კლუბი BASSIANI რეზიდენტების ღამეს გამართავს, რის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე კლუბის მთავარ სცენასა და სივრცე “HOROOM-ში” KANCHELI, NDRX, ZESKNEL, HVL და HAMATSUKI წარდგებიან. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბასიანის ოფიციალურ ვებგვერდს. 

KHIDI 中: QUAL ❚ CRYSTAL GEOMETRY ❚ ROMAN ❚ LIZA RIVS ❚ SEVDA ❚ DIGITAL GROOVE AFFAIR

5 ივლისს KHIDI-ს მთავარ სცენაზე დაუკრავს Dark Wave დუო Lebanon Hanover-ის თანადამაარსებელი William Maybelline პროექტით QUAL. William-თან ერთად მსმენელის წინაშე ანდერგრაუნდ სცენის ვეტერანი წარმომადგენელი Maxime Fabre პროექტით CRYSTAL GEOMETRY დაუკრავს. G2-ში დაუკრავენ ოთახის რეზიდენტები, ლადუკა ნინუა ელექტრო/ჰაუს პროექტით SEVDA და ასევე G2-ის რეზიდენტი DIGITAL GROOVE AFFAIR. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Jazz Friday

ჯაზის ხასიათზე მყოფებისთვის კი, მელოგრანო ტრადიციულად აგრძელებს ჯაზის საღამოების მოწყობას და 5 ივლისს, 21:00 – ზე იგი ზურა რამიშვილის ტრიოს წარმოგიდგენთ. დასწრება უფასოა, მაგიდის დასაჯავშნად და სხვა დეტალების სანახავად კი მიჰყევით ბმულს. 

თბილისის სინათლის ფესტივალი ◎ Tbilisi Light Fest

ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით. საღამო ასევე გაფორმდება მუსიკალურადაც. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

DECODER: NU / TADE / AUTUMN TREE

5 ივლისს, კუს ტბაზე, ცისკარი • ciskariში, ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER წარმოგიდგენთ: NU – ჩვენი დროის მომთაბარე არტისტი, რომელმაც თავისი მუსიკით მთელი მსოფლიო შემოიარა. მისი სტილი ყველასაგან განსხვავებულია. Tade – ადგილობრივი სცენის წარმატებული პროდიუსერი და DJ. Autumn Tree [Leon] – ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაციის, Greenbeam & Leon-ის პროექტია, რომელიც ნაკლებად აგრესიული ჟღერადობით გამოირჩევა. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Soft Eject – ზაფხულის დღის სიზმარი

6 ივლისს Lisi Wonderland ცნობილ ქართულ ჯგუფს Soft Eject-ს მასპინძლობს. მისულ საზოგადოებას კოცნცერტთან ერთად ელოდება წიგნის “მაწანწალა” წარდგენა, რომელშიც თავმოყრილია ბენდის წევრების ჩანაწერები, ასევე სპეციალურად შექმნილ მინი-სცენაზე იგეგმება Soft Eject-ის ყველაზე ცნობილი ჰიტის, Please Just Carry on-ის რიმეიქის გადაღება, რომელსაც ბენდი აუდიტორიასთან ერთად შეასრულებს. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

არტ-გენი (Lua, The Bearfox, SALIO, დათო ევგენიძე)

7 ივლისს, არტ-გენის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში საკმაოდ სასიამოვნო საღამო გელით. არტ-გენის სცენაზე გამოვლენ: Lua, The Bearfox, Salio, დათო ევგენიძე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა