in

#სადანროგორ: ღონისძიებები 7-12 ივნისი

გაუსაძლისი სიცხე ალბათ თქვენც განდომებთ, სახლის გარეთ ცხვირი არ გაყოთ.. ჰო, ნამდვილად ჩამოცხა და სანამ ივნისი სიცხით ზედმეტად გვანებივრებს, ღონისძიებათა ორგანიზატორები, ცდილობენ, სულ უფრო კარგი საღამოები შესთავაზონ საზოგადოებას – სწორედ ისეთი, სახლიდან რომ გამოგიყვანთ. მაშ ასე, Marketer.ge ტრადიციულად გთავაზობთ უახლოეს და გემოვნებიან ღონისძიებებს:

BOG
BOG

 

Art Weekend 2019

7, 8 და 9 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ტრადიციული Art Weekend ტარდება, რომელსაც უკვე მეხუთე საიუბილეო წელი უსრულდება. 3 დღის განმავლობაში საშუალება გექნებათ, საინტერესო ლექციები მოისმინოთ საინტერესო ადამიანებისგან (ლევან გიგინეიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, დათო გორგილაძე და ა.შ). ასევე, შეგეძლებათ, ეზიაროთ სასიამოვნო მუსიკას და დადებითი ემოციებით დაბრუნდეთ სახლში. ღონისძიების პარალელურად გაიმართება გიორგი დადიანის ფოტოგამოფენაც. დასწრება თავისუფალია.

The New Generation Music Festival – Afterparty

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 31 მაისსა და 3 ივნისს „The New Generation Music Festival“– ის ორ კონცერტს უმასპინძლა. დასკვნითი, მესამე კონცერტი გაიმართება 7 ივნისს, საღამოს 8-ის ნახევარზე, შემდეგ კი ფესტივალის მონაწილეები გადაინაცვლებენ „პუბლიკაში“ და თქვენ გექნებათ საშუალება გაატაროთ საღამო მათთან ერთად. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული. 

Project Pablo • Kraumur • Hatsvali • Gio Shengelia • Ash Scholem

პარასკევს, 7 ივნისს Mtkvarze, მთავარ ოთახში მონრეალის ანდერგრაუნდ სცენის წარმომადგენელი
Project Pablo დაუკრავს. Project Pablo-ს მუსიკა კანადის ანდერგრაუნდ სცენის განმსაზღვრელ ჟღერადობას წარმოადგენს. მასთან ერთად კლუბის მთავარ ოთახში დაუკრავენ Kraumur და Hatsvali / HTSVL. სმოლ რუმში კი ლოკალური სცენის არტისტები Gio Shengelia და Ash Scholem მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ Mtkvarze-ს ოფიციალურ საიტს.

შვიდკაცა ● Otium

თუკი ქართული სიმღერები მოგენატრათ, გაქვთ საშუალება, 7 ივნისს, 21:00 სთ-ზე Otium-ში ცნობილ ქართულ ჯგუფს “შვიდკაცას” მოუსმინოთ. საღამოს დასასრულს კი მსმენელს DJ BACHO ელის. ბილეთის ფასი 40 ლარია. სხვა დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: EFDEMIN ■ JD J ■ TELEPHONES ■ VAKHO

7 ივნისს კლუბი BASSIANI ბერლინელ პროდიუსერს და დიჯეის, ლეიბლ NAIF RECORDS-ის დამფუძნებელს, DIAL RECORDS-ის ერთ-ერთ მთავარ სახეს და კლუბ BERGHAIN-ის რეზიდენტ, EFDEMIN-ს უმასპინძლებს. HOROOM კი TELEPHONES, იგივე HENNING SEVERUD-ს უმასპინძლებს, რომელიც 2010 წლიდან აქტიურად გამოსცემს მუსიკას. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბასიანის ოფიციალურ საიტს. 

BS76 Summer-Stage // პანიკა

8 ივნისს Backstage76-ში 2016 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის “პანიკა” საღამო გაიმართება. ჯგუფი შემდეგ ჟანრებში მოღვაწეობს: პოპ პანკი; იმო; ინდი როკი. პანიკა შეასრულებს როგორც ძველ ასევე ახალ სიმღერებს. ბილეთის ფასი 7 ლარია.

მგზავრები / Mgzavrebi

ვაგონშემკეთებელ ქარხანაში 8 ივნისს მსმენლის წინაშე ცნობილი ქართული ჯგუფი “მგზავრები” წარსდგება. მგზავრები შეასრულებენ სიმღერებს როგორც ძველი, ასევე ახალი ალბომებიდანაც. ღონისძიება 20:00 სთ-ზე გაიხსნება, უშუალოდ საღამო კი 22:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

მანანა მენაბდე – შენ ფანჯარაში დამინახავ

12 ივნისს 20:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ყველასათვის საყვარელ ქართველ მომღერალს, მანანა მენაბდეს უმასპინძლებს. მანანა მენაბდე ერთ-ერთ პირველ ქართველ ავანგარდისტი ქალია ქართულ მუსიკალურ სამყაროში, რომელიც მრავალი ქვეყნის სცენაზე ქართული სიტყვისა და მუსიკალური ტრადიციების პროპაგანდას ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა. საღამოზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულზე შეგეძლებათ.

USAID-ის მხარდაჭერით CENN და ISET სტუდენტებისათვის ცირკულარული ეკონომიკის კურსს იწყებენ

ბიზნესის „ოქროს სია“ გაუქმდა