14
Jun
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 14-16 ივნისი

14 Jun 2019

შავი ზღვისპირეთში დაგეგმილი კონცერტები ნელ-ნელა სტარტს იღებს – სეზონი ოფიციალურად 16 ივნისს იხსნება. თუმცა, მათ, ვინც ვერ ახერხებთ დასავლეთისკენ წასვლას და კონცერტებზე დასწრებას, გეტყვით, რომ სასიამოვნო საღამოები არც აქეთ გვაკლია. Marketer.ge ტრადიციულად წარმოგიდგენთ კვირის “ივენთებს”:

 

eZo Festival 2019 – სეზონის გახსნა

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს (და არამარტო) გეტყვით, რომ ეზოს საკმაოდ მასშტაბური ფესტივალი სტარტს 14-15 ივნისიდან იღებს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება, 2 დღის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ საკმაოდ მრავალფეროვან და ბევრ არტისტს მოუსმინოს. ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 G2: BOYD SCHIDT ❚ MOTIONEN ❚ BREATHDUB

14 ივნისს კლუბ “ხიდის” G2-ში დაუკრავენ: კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ვეტერანი დიჯეი და პროდიუსერი ლეონ ლოლიშვილი პროექტით BOYD SCHIDT, ლეიბლ Ascetic Limited-ის დამაარსებელი მადრიდში მოღვაწე ემბიენტ, ეისიდ და დაბ ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებული Motionen და ქართველი მუსიკოსი ზურაბ ჩხარტიშვილის ტექნო პროექტით BREATHDUB, რომელიც დაახლოებით 7 წელია ქმნის ელექტრონულ მუსიკას ემბიენთ პროექტით Sinoptik Music. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI X HERRENSAUNA: HECTOR OAKS ■ CEM ■ SPFDJ ■ MCMLXXXV

14 ივნისს “ბასიანის” მთავარი სცენა Hector Oaks, CEM-სა და SPFDJ -ს  უმასპინძლებს, “ჰორუმის”ოთახში კი MCMLXXXV და Kancheli წარსდგებიან მსმენელთა წინაშე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. 

სეზონის დახურვის წვეულება ბარი-ბარში

როგორც ჩანს, ბარი ბარში სივრცეს იცვლის და დროებით საზოგადოებას ემშვიდობება. თუმცა, ემშვიდობება ღირსეულად – სეზონის დახურვის სპეციალური წვეულებით, რომელზეც თქვენთვის საყვარელი ადამიანები დაუკრავენ და იმღერებენ. საღამო 15 ივნისს 21:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა კარზე შეგეძლებათ, მათი ფასი 10 ლარია.

ნიკა მაჩაიძის არამუსიკალური “ლაივი”

15 ივნისს, 19:00 სთ-ზე ზაარბრიუკენის ხიდის ქვეშ ნიკა მაჩაიძის არამუსიკალური “ლაივი” გაიმართება. ვინ ჯერ კიდევ არ იცით, ნიკა მაჩაიძე ხატავს და თან ძალიან კარგად. საღამოს მუსიკალურად ნატალია ბერიძე გააფორმებს. ბილეთების ფასი 10 ლარია და ისინი კარზე გაიყიდება.

თბილისური ეზო – ქართული კინოს მთავარი ხმა

თბილისური ეზოს საღამოები კვლავაც გრძელდება, ამჯერად საღამოს მასპინძელი ფურცელაძის 12-ში მდებარე ეზო იქნება. საღამო 16 ივნისს, 21:00 სთ-ზე გაიმართება და მსმენელთა წინაშე ნიკოლოზ რაჭველი და ნანი ბრეგვაძე წარსდგებიან. დასწრება კვლავაც თავისუფალია.

Black Eyed Peas “ბლექ სი არენაზე”

და აი ისიც! რასაც მსმენელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. 16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ვისაც ჯერ კიდევ არ გიყიდიათ ბილეთი, მათ შეძენას ამ ბმულზე შეძლებთ.

განხილვა