11
Jul
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 12-18 ივლისი

11 Jul 2019

ვინც ჯერ კიდევ არ გასულხართ შვებულებაში და კვლავაც ქალაქში გიწევთ ყოფნა, იმით დაგამშვიდებთ, რომ თბილისს სასიამოვნო ღონისძიებები ამ კვირაშიც არ აკლია. პირიქით, ზაფხული ხომ ყველაზე მეტად არის გართობის სეზონი. ჩვენ კი ტრადიციულად გთავაზობთ კვირის საუკეთესო ღონისძიებათა “ლაინ-აფს”:

 

BS76 Summer Stage // Bedford Falls

Backstage76 ქართული ბენდის Bedford Falls კიდევ ერთ საღამოს უმასპინძლებს. საღამო 9 საათზე დაიწყება, ბილეთი კი 10 ლარი ეღირება.

Art-გენი 2019 – ნინო ქათამაძე / Nino Katamadze

Art-გენის დასკვნით კონცერტზე მსმენელთა წინაშე ნინო ქათამაძე წარსდგება. საღამო ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. ბილეთების და სხვა დეტალების სანახავად, ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: ZITTO ■ NEWA ■ OR:LA ■ MERCURRIO

12 ივლისს BASSIANI საკმაოდ საინტერესო არტისტულ შემადგენლობას მასპინძლობს. კლუბის მთავარ სცენაზე ადგილობრივი ტექნო სცენის წამყვანი არტისტები NEWA და ZITTO წარსდგებიან. HOROOM-ის სივრცეში კი დაუკრავენ: OR:LA და MERCURRIO. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

KHIDI 中 AUFNAHME + WIEDERGABE NACHT: ANCIENT METHODS ❚ IMPERIAL BLACK UNIT ❚ OTHR ❚ FREQUENCY SHIFTER ❚ ASH ❚ LIZA RIVS

12 ივლისს KHIDI წარმოგიდგენთ კლუბის რეზიდენტი ლეიბლის AUFNAHME + WIEDERGABE-ს შოუქეისს. ასევე, შოუქეისზე დაუკრავს KHIDI-ს რეზიდენტი, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და უკვე ლეგენდარული დიჯეი და პროდიუსერი MICHAEL WOLLENHAUPT იგივე ANCIENT METHODS. G2-ში დაუკრავს ლეიბლ Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული დიჯეი ASH და კლუბის რეზიდენტი პარიზში მოღვაწე ქართველი დიჯეი და პრიდიუსერი ლიზა ბასილაია იგივე LIZA RIVS. ბილეთებისთვის ეწვიეთ KHIDI-ს ოფიციალურ საიტს. 

Instore Session: Vodkast003 launch – VCVS Live

შაბათს, 13 ივლისს, ლეიბლ ვოდკასტის რიგით მესამე რელიზის – “V.C.V.S. – Hum” პრეზენტაცია გაიმართება. V.C.V.S. – სანდრო კოზმანიშვილის და ირაკლი შონიას ერთობლივი პროექტია და იგი პოსტ პანკ/ტექნო ჟღერადობის არის. გეტყვით, იმასაც, რომ ტირაჟი შეზღუდულია. ლაივზე დასწრება საღამოს 8 საათიდან შეგეძლებათ.

eZo Festival 2019 (Season Closing)

ეზოს ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. 13 ივლისს მთაწმინდაზე ეზოს ფესტივალის დასკვნითი დღე იქნება, რომელზეც უხვად დაგხვდებათ ბერლინური განწყობა. ბილეთებისა და სხვა დამატებითი დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

პაპუნას ტრიო ბოსტონიდან, ხონძის მონაწილეობით

14 ივლისს უღრან ტყეში პაპუნა შარიქაძის ტრიოს საღამო გაიმართება. შესრულდება როგორც საავტორო კომპოზიციები, ასევე იმპროვიზირებული თემები. ბილეთები იყიდება როგორც კარზე, ისე TKT.GE-ზეც. საღამო კი ოფიციალურად 7 საათზე დაიწყება.

მეფე ლომის პრემიერა

მეფე ლომის ახალი ფილმის გამოსვლა ჯერ კიდევ ნოემბერში დაანონსდა და ზუსტად ამდენი ხანია, საზოგადოება მას ელოდება. და, აი, ისიც! 18 ივლისიდან მათი ნახვა უკვე შეგეძლებათ. ბილეთებისთვის კი მიჰყევით ბმულს. 

განხილვა