18
Jul
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 18-21 ივლისი

18 Jul 2019

ეს კვირა ღონისძიებებით დატვირთულია, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ნამდვილად მოგიწევთ ფიქრი, თუ რომელი მათგანი შეარჩიოთ განსატვირთად. მარკეტერი საუკეთესო ივენთების ლაინაფს კვლავაც ტრადიციულად გთავაზობთ:

 

Black Sea Jazz Festival 2019 • შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი

18 ივლისს ტრადიციული შავი ზღვის ფესტივალი იხსნება. ლაინაფი კი ამგვარია: 18 ივლისი, 20:00 – Cory Henry & The Funk Apostles, 19 ივლისი, 20:00 –  Kraak & Smaak, MokuMoku,  20 ივლისი – Incognito. შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ოფიციალური დიჯეია – Dj-Machaidze. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Weekend Rhythm • Krautrock to Glitch

პარასკევს, 19 ივლისს, 23:00სთ-ზე ბარ პოლიტიკაში მუსიკის სელექტორი, ანი ლუხავა, დროში სამოგზაუროდ გეპატიჟებათ. მუსიკის მოსმენის სესია კრაუტროკის, პოსტპანკის, ნოიზ როკის, გრანჟის, IDM-ის, გლიჩ-ის, დაბ-ტექნოს, ელექტროს ჟღერადობებს აერთიანებს და არღვევს გეოგრაფიულ საზღვრებს. მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური ნამუშევრების გარდა, მოისმენთ ქართული ბენდებისა და ელექტრონული პროდიუსერების მიერ შექმნილ კომპოზიციებსაც.

BASSIANI / HOROOM: OBJEKT ■ HVL ■ JD J ■GIVI GELASHVILI■NEBBIERI

19 ივლისს ბასიანის მთავარ სცენაზე Object, HVL და DJ J წარსდგებიან. HOROOM-ში კი სცენის ძალიან მნიშვნელოვანი სელექტორი GIVI GELASHVILI და მარიტა ნებიერიძე პროექტით NEBBIERI დაუკრავს, რომლის დებიუტიც ამ საცეკვაო მოედანზე შარშან ნოემბერში შედგა და მის მერე მსმენელს პერიოდულად სთავაზობს საინტერესო მუსიკას. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბასიანის ვებგვერდს.

“ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით”

19 და 20 ივლისს სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის ახალი სპექტაკლი “ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით” გაიმართება, რომელშიც მთავარ როლებს თორნიკე გოგრიჭიანი, ნატა მურვანიძე და კატო კალატოზიშვილი თამაშობენ. იგი ბრიტანული დრამატურგიის ორი აღიარებული ავტორის, მარტინ კრიმპისა (ცრუ განგაში) და კერილ ჩერჩილის (ცხრა მთას იქით) პიესები რეჟისორ დათა თავაძის ორ სპექტაკლში თანამედროვე სამყაროს ქაოსურ და საფრთხეებით სავსე სურათს ხატავს. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

TREEBAL & AHOORA FESTIVAL: PROMO PARTY at EZO

19 ივლისს, ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე, TREEBAL წარმოგიდგენთ Ahoora Festival-ის პრომო ივენთს და მსოფლიოში ცნობილ, ვეტერან ფსაი-ტრანს არტისტს Earthling-ს. სხვა არტისტებისა და ბილეთების სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

ლოლიტა – მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

20 ივლისს მზიურის პარკში თავისუფალი კინოჩვენება მოეწყობა. ამჯერად მზიური მაყურებელს ფილმ “ლოლიტას” შესთავაზებს, რომელიც ვლადიმერ ნაბოკოვის რომანის მიხედვითაა გადაღებული. დასწრება თავისუფალია 18 წელზე უფროსი ადამიანებისთვის.

Polo & Pan (Live)

20 ივლისს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში პოლო და პენის კონცერტი გაიმართება. Polo & Pan-ის ლაივის პარალელურად სტუმრები პანტომიმის თეატრის მსახიობების პერფორმანსსაც იხილავენ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Chilling With Amigos Presents: Ericsson, 3rd Soul & Lezhe

21 ივლისს ლისი-რესტი ( ლისის ლაუნჯი) აგრძელებს ტრადიციულ კვირის მუსიკალური ივენთების CHILLING WITH AMIGOS სერიებს და მსმენელს სთავაზობს: ERICSSON, 3RD SOUL & LEZHE. დასწრება თავისუფალი საღამოს 6 საათამდეა, შემდეგ კი კონკრეტული შეზღუდვები იმოქმედებს. დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

განხილვა