25
Jul
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 25-31 ივლისი

25 Jul 2019

დამღლელი, ცხელი და რუტინული კვირის მერე ისე არაფერი სჭირდება ადამიანს, როგორც განტვირთვა. ჩვენი დედაქალაქის ღონისძიებები კი თითქმის ყოველთვის გვაძლევენ განტვირთვის შესაძლებლობას. ვაგრძელებთ ტრადიციას – ვზრუნავთ თქვენზე და კვლავაც გთავაზობთ კვირის ივენთებს:

 

თბილისური ეზო – გიო ცინცაძის კინომუსიკა

თბილისური ეზოს 2019 წლის სეზონი გრძელდება: არტარეა წარმოგიდგენთ ქართველი კომპოზიტორის – გიო ცინცაძის კინომუსიკის ეზოს. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი – ლევან გოცირიძე, მთხრობელი – კახა თოლორდავა, ინეკე სმიტსი, ქეთი მაჭავარიანი. დასწრება თავისუფალია.

eZo Festival 2019 AFTER PARTY

მზესუმზირის კომუნა მთაწმინდაზე კიდევ ერთხელ გეპატიჟებათ – ახლა უკვე ეზო ფესიტივალის after party-ზე: 26 ივლისს, 22:00 საათზე.. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Weekend Rhythm: Film Songs

პარასკევს, 26 ივლისს, 10:00 სთ-ზე ბარი “პოლიტიკა” კინომუსიკის საღამოზე გეპატიჟებათ. პარასკევობით ამ ბარში ეს ფენომენი უკვე ტრადიციადაც კი იქცა. შესაბამისად, ეს ივენთი კინომუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილად მისწრებაა.

BASSIANI / HOROOM: SEASON CLOSING

26 ივლისს, BASSIANI-ს სეზონი დახურვის ღონისძიებაზე თანამედროვე ტექნო სცენის ლეგენდა, ლეიბლების Hush და Mistress Recordings-ის დამფუძნებელი DVS1 დაუკრავს. DVS1-ს კლუბის კიდევ ორი რეზიდენტი, Zitto და Kancheli შეუერთდებიან, რომლებიც ამჯერად B2B სეტს დაუკრავენ. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბასიანის საიტს. 

BS76 summer time // Meti acoustic live

ბექსთეიჯი 26 ივლისს, სამ გოგონას მასპინძლობს, რომლებიც ქართულ სიმღერებს ფანდურზე, გიტარასა და ვიოლინოზე შეასრულებენ. დეტალების სანახავად მიჰყევით ბმულს.

დაისიდან-აისამდე

“სამათხაში” 27 ივლისს დაისიდან აისამდე გართობა გელოდებათ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ შექმნილი ეს სივრცე ვიზიტორებს მუსიკით, ცეკვითა და სხვადასხვა გასართობი საშუალებით მასპინძლობს. დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს, ბილეთებისთვის კი tkt.ge-ს.

KHIDI 中 G2 NEW FACES HOSTED BY ROMAN: LEVAN ANDIASHVILI ❚ SEMYAZZA

KHIDI-ს პროექტი G2 New Faces გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, თვეში ერთხელ მსმენელს აქვს საშუალება G2-ში დამწყებ არტისტებსა და ახალ პროექტებს მოუსმინოს. 27 ივლისს G2 ლევან ანდიაშვილსა და SEMYAZZA-ს მასპინძლობს. ბილეთების ფასი კარზე 20 ლარი იქნება.

Auditorium A feat. Guja at Singer

ჯაზ კაფე ზინგერი 31 ივლისს 4 მუსიკოსს მასპინძლობს: სანდრო კვაჭაძე / Sandro Bibich (ბასი / Bass / ვოკალი / Vocal), გიგი ცინცაძე / Gigi Tsintsadze (გიტარა / Guitar), სოსო ცაგარეიშვილი / Soso Tsagareishvili (დოლები / Drums)
feat. გუჯა მარდინი / Guja Mardini (ვიოლინო / Violin). ცოცხალი შესრულების ნახვა თავისუფალი დასწრებითაც შეგეძლებათ. თუმცა, მაგიდების დაჯავშნაც შეიძლება. დეტალებისთვის, ეწვიეთ ბმულს.

განხილვა