თუკი შვებულებაში ჯერ კიდევ არ გასულხართ, ან თუ გახვედით და ბათუმში ხართ, გეტყვით, რომ “ივენთთა” ნაკადი არ წყდება და კვლავაც მრავალფეროვნად შეგიძლიათ გართობა. კვირის ივენთებს მარკეტერი ტრადიციულად გთავაზობთ:
My Vinyl #48 at meoba | Iman Fahimi
ყოველ მეორე ხუთშაბათს ბარი მეობა ღონისძიებების სერიას “My Vinyl” მასპინძლობს. ამ ხუთშაბათის სტუმარი კი Iman Fahim-ია. საღამო 10:00 სთ-ზე დაიწყება. მეობა სტუმრებს ფირფიტებით ელის..
ARA live at Sector 26
1 აგვისტოს ბათუმში არსებული Sector 26 ყველასთვის კარგად ნაცნობ ჯგუფს “არა” მასპინძლობს. საღამო 10:30 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
DECODER: KOLLEKTIV TURMSTRASSE / COSMIC LOVE ROTATION / TADE
2 აგვისტოს, კუს ტბაზე, ცისკარი • ciskari-ში, ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER წარმოგიდგენთ: KOLLEKTIV TURMSTRASSE – გერმანული დუო 1998 წელს, Christian Hilscher-ის და Nico Plagemann-ის მონაწილეობით, ქალაქ ჰამბურგში შეიქმნა. Tade – ადგილობრივი სცენის წარმატებული პროდიუსერი და Cosmic Love Rotation – ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტი. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.
Weekend Rhythm: Bossa Nova
2 და 3 აგვისტოს ბარ პოლიტიკაში ბოსა ნოვას საღამოები მოეწყობა. აღნიშნული საღამოები კი მიეძღვნება ამ ჟანრის მაესტროს – ჟოაო ჟილბერტუს, რომელიც სულ ახლახან გარდაიცვალა.
ლიზა კალანდაძე და გიორგი ცხადაძე & 4+2 Band პრეზენტაცია
2 აგვისტოს ქაოსში ლიზა კალანდაძის და გიორგი ცხადაძის ბენდის 4+2 პრეზენტაციაა. საღამოზე შესვლა თავისუფალია. სხვა დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
KHIDI 中 G2: iN NIGHT
3 აგვისტოს G2-ში KHIDI-სა და აზერბაიჯანული კლუბის iN საერთო ღამე გაიმართება. მსმენელის წინაშე KHIDI-სა და iN-ის რეზიდენტი ლადუკა ნინუა, ტექნო პროექტით OTHR წარდგება. მასთან ერთად დაუკრავენ ასევე კლუბ iN-ის რეზიდენტები: George Effe და Irshad Hussein. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.
HOROOM: MERCURRIO ■ KOTE JAPARIDZE
3 აგვისტოს, HOROOM-ის მსემენელებს, კლუბის რეზიდენტების MERCURRIO-ს და KOTE JAPARIDZE-ს მოსმენის საშუალება ექნებათ. MERCURRIO HOROOM-ის ლოიალური მსმენელის ერთ-ერთი საყვარელი დიჯეია. ის ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. კოტეს პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.
GATE: Kancheli ■ Ndrx ■ Zitto
3 აგვისტოს ბათუმში არსებული კლუბი GATE უმასპინძლებს Bassiani-ს რეზიდენტებს და მუსიკოსებს Kancheli, Ndrx, Zitto-ს. ბილეთის ფასი ონლაინ 20 ლარია, კარზე – 30 ლარი. მათ შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
Jessie J | Black Sea Arena
6 აგვისტოს “ბლექ სი არენაზე” ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, კონცერტს გამართავს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.