22
Aug
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 22-25 აგვისტო

22 Aug 2019

ყველასთვის სანატრელი ზაფხული დასასრულს უახლოვდება. თუმცა, დასასრული ასეთი მხიარული ჯერ არასდროს ყოფილა: მხიარული და საინტერესო ივენთები, რასაკვირველია, წინ არის. Marketer.ge ტრადიციულად გთავაზობთ, თუ სად ან როგორ უნდა გაატაროთ დრო ამ კვირაში:

 

Echowaves Festival 2019

კვირის ივენთებს, რასაკვირველია, Echowaves-ით დავიწყებთ. იგი ახალი მუსიკალური ფესტივალია საქართველოში, რომელიც ულამაზეს საზღვაო კურორტ ანაკლიაში ტარდება. აქ 22-25 აგვისტოს ჩათვლით 5 სცენაზე 150 არტისტი დაუკრავს. დღის განმავლობაში შეგიძლიათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთოთ, დაესწროთ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიოთ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულოთ. საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც დაგხვდებათ. ასე რომ, განტვირთვასა და დასვენებას აუცილებლად მოახერხებთ.

STEFAN BINIAK @ SOHO BATUMI

23 აგვისტოს სოჰო ბათუმს ცნობილი დიჯეი სტეფან ბინიაკი ეწვევა. კარი 21:00 სთ-ზე გაიხსნება, ღონისძიება კი 12:00 სთ-დან დაიწყება. მასზე დასასწრებად შეგიძლიათ, ონლაინ შეიძინოთ ბილეთები. 

Rythm: Funky ○ Disco

23 აგვისტოს ბარ პოლიტიკაში ფანკისა და დისკოს საღამო მოეწყობა, რომელსაც გიორგი ბულია გაუძღვება. ბარში შესვლა უფასოა, საღამო კი 10:30 სთ-ზე დაიწყება.

HOROOM: ■ KVANCHI ■ MERCURRIO

23 აგვისტოს ბასიანზე არსებული სივრცე HOROOM Kvanchi-სა და  Mercurrio-ს უმასპინძლებს. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. KVANCHI-ს კომპანიონი ამჯერად Mercurrio იქნება, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ BASSIANI-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

Aida • აიდა ( Arena Di Verona-ს დადგმა) | Black Sea Arena

ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება. სწორედ მის ფარგლებში 23 აგვისტოს ბლექ სი არენას სცენაზე სპექტაკლი აიდა გაიმართება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

HOROOM: ■ NDRX ■ ZITTO

24 აგვისტოს HOROOM კლუბის ორ გამორჩეულ რეზიდენტს, NDRX და ZITTO-ს მასპინძლობს. ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. NDRX ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ამ სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. ბილეთებისთვის ეწვიეთ BASSIANI-ს ვებგვერდს. 

Saturday w/ Ika b2b Usherenko / Rydeen / Ani Kvirkvelia

Ika და Usherenko-მ, სულ ახლახანს თბილისის სცენისთვის ძალიან საჭირო საქმეს ჩაუყარეს საფუძველი და ქალაქში პირველი, მეორადი ხმოვანი ჩანაწერების მაღაზია, Small Moves, გახსნეს. თავიანთ მუსიკას, სელექტორები, შაბათს, 24 აგვისტოს, ცისკარის საცეკვაო მოედანზე მოიტანენ. ამავე დღეს, ცისკარის სცენა პირველად დაეთმობა ორ ძალიან საინტერესო არტისტს Rydeen-სა და Ani Kvirkvelia-ს. ბილეთის საფასური 10 ლარი იქნება.

განხილვა