ფოთლებმა ფერი იცვალა და შემოდგომა მთელი თავისი დიდებულებით დაგვიბრუნდა. ეს ხომ ის პერიოდია, შვებულებიდან დაბრუნებული ხალხი ახალ სიცოცხლეს რომ იწყებს.. ჰოდა, სწორედ ამ ფაქტის ფონზე ახალ-ახალი და გემოვნებიანი ღონისძიებათა რიცხვი იზრდება. ჩვენ კი, ტრადიციულად გთავაზობთ ამ ღონისძიებებს და გირჩევთ, თუ როგორ უნდა დაიწყოთ შემოდგომა..
Freddie Mercury Birthday Night
5 სექტემბერს დიდი ლეგენდის – ფრედი მერკურის დაბადების დღეა და ამასთან დაკავშირებით, ბარმა “ქაოსი” გადაწყვიტა, მისი სიმღერების საღამო მოაწყოს. საღამო 11:00 სთ-ზე დაიწყება. გაითვალისწინეთ, რომ ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს: 18+.
Erekle Deisadze @Sakhelosno BAR – Opening of the season
ბარი სახელოსნო 6 სექტემბერს სეზონს ხსნის და ამასთან დაკავშირებით ერეკლე დეისაძის საღამოს აწყობს. აუდიტორიას საშუალება ექნება, 10-დან 12 საათამდე კარაოკეთი გაერთოს, 12-დან კი ცნობილ მომღერალს მოუსმინოს.
BS76 Afrobeat Dance Party vol 1 !
Backstage 76 6 სექტემბერს აფრიკული ჰანგების საღამოს სთავაზობს მსმენელს. სპეციალურად ამისთვის კი მათ ნიგერიელი დიჯეი FLEX მოიწვიეს. გაითვალისწინეთ, რომ შესვლა უფასოა.
SEASON OPENING NIGHT: INVITED BY RESIDENTS
6 სექტემბერს BASSIANI / HOROOM ახალ საიუბილეო მეექვსე სეზონს კლუბისთვის კარგად ნაცნობი ფორმატით INVITED BY RESIDENTS დაიწყებს. ამ კონცეპტის ფარგლებში რეზიდენტი დიჯეები თავიანთ ფავორიტ არტისტებთან B2B სეტებს დაუკრავენ. ბილეთების შეძენა BASSIANI-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.
The Ocean – Live in Tbilisi
Electrowerk 7 სექტემბერს პროგრესულ მეტალ ბენდს The Ocean Collective-ს მასპინძლობს. იგი 2000 წელს გერმანელი გიტარისტი რობინ სტაპსის მიერ ჩამოყალიბდა. კარი 19:00 სთ-ზე გაიღება, კონცერტი კი 20:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.
ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან
8 სექტემბერს ახალი დრამის ფესტივალი წარმოგიდგენთ დათა თავაძის პერფორმანსს – “ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან”. ეს იგივე კომპოზიციაა 25 ხმისთვის. საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი პერფორმანსი გელით, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი ბმულს მიჰყევით.
წინანდლის ფესტივალი – გუსტავ მალერი
8 სექტემბერს წინანდლის ფესტივალი იხსნება. ფესტივალს გუსტავ მალერის შემოქმედება გახსნის. უფრო ზუსტად კი საკონცერტო სივრცეში სიმფონია No. 2 დო მინორი, “აღდგომა” შესრულდება. კარი 18:30-ზე გაიღება, კონცერტი კი 19:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.