12
Sep
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 12-17 სექტემბერი

12 Sep 2019

სექტემბერი ღონისძიებების თვეა – ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუკი ვენიუებს გადაავლებთ თვალს. თითქოს ყველგან რაღაც ხდება.. და ჩვენ რა დაგვრჩენია მეტი, თუ არა საუკეთესო ღონისძიებების თქვენთვისვე შემოთავაზება. #სადანროგორ-მა ტრადიციულად ამოარჩია კვირის ივენთები:

 

Soundwave: Zola Jesus

SOUNDWAVE ყოველ თვე მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება. 12 სექტემბერს რუსთაველის თეატრი მსოფლიო ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას – Zola Jesus-ს უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

Dewey Dell: À elle vide, Deriva Traversa & Storm Atlas

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა 12 სექტემბერს 20:00 სთ-ზე წარმოგიდგენთ იტალიური ცეკვის კომპანიის Dewey Dell საღამოს: Deriva Traversa, à elle vide, მუსიკალური კოლაბორაცია (TeTe Noise & Black Fanfare) და ცოცხალი მუსიკის კონცერტი – Storm Altas. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

David Garett In Georgia

კულტურის პალატის ორგანიზებით საქართველოს ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ეწვევა. იგი თავისი ახალი ალბომით “UNLIMITED –LIVE 2019” თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს. ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ბილეთებისთვის ეწვიეთ TKT.GE-ს.

DJ Sendnudes • Khvedeliani • Hatsvali • Sikha • Monk

კლუბ მტკვარზე 13 სექტემბერს მრავალფეროვანი ლაინაფი ელის მსმენელს. მთავარ ოთახში წარდგებიან: DJ Sendnudes, Khvedeliani, Hatsvali, ხოლო მცირე ოთახში კი: Sikha და Monk. შუაღამემდე კლუბში შემოსვლის საფასური 10 ლარი იქნება, შემდგომ კი – 25. ონლაინ ბილეთების ფასი – 20 ლარი. მათი შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე. 

BASSIANI / HOROOM: FUNCTION ■ NDRX ■ ATEQ ■ HVL

13 სექტემბერს, BASSIANI-ის სცენაზე ტექნო სცენის ნამდვილი ლეგენდა FUNCTION დაუკრავს, რომელიც უამრავი საინტერესო კოლაბორაციული პროექტისა და კოლექტივის წევრია. მისი კომპანიონი ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეი NDRX იქნება. HOROOM-ის ოთახი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავ ლეიბლ Giegling-ის წევრსა და თანადამაარსებელს ATEQ-ს უმასპინძლებს. 13 სექტემბერს მოსული მსმენელი, ასევე ქართული სცენისთვის უმნიშვნელოვანესი არტისტის HVL-ის სეტის მოსმენას შეძლებს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბასიანის ოფიციალურ ვებგვერდს. 

Boiler Room X Mzesumzira X KHIDI

13 სექტემბერს KHIDI Boiler Room-თან პარტნიორობითა და Mzesumzira-ს მასპინძლობით წარმოგიდგენთ 6 საათიან ტრანსლაციას eZo Festival-ის მთავარი სცენიდან, სადაც დაუკრავენ Mzesumzira Records-ის დამაარსებელი და ლეიბლის რეზიდენტი RATI და KHIDI-ს რეზიდენტები: Liza Rivs, Sevda, Phase Fatale, REKA, PEARL / Falling Ethics. ასევე სპეციალურად მოწვეული არტისტი, იტალიელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ Mannequin Records-ის დამაარსებელი Alessandro Adriani. ბილეთებისთვის ეწვიეთ KHIDI-ს საიტს.

Jam Session

ყოველ სამშაბათს (ამჯერად 17 სექტემბერს) 21:00 სთ-ზე მოძრაობის თეატრი წარმოგიდგენთ პროექტს “Jam Session” –  იმპროვიზირებული მუსიკა. მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი სანდრო ნიკოლაძე. ბილეთის ფასი – 5 ლარი.

განხილვა