20
Sep
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 20-24 სექტემბერი

20 Sep 2019

ამ წუთებში ბათუმში მასშტაბური სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში უკვე ყოველწლიურ ტრადიციას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზით ბათუმი ამ დღეებში ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს მასპინძლობს. თუმცა, არც მათ აქვთ მოწყენის მიზეზი, ვინც თბილისში დარჩა, რადგანაც ეს უქმეები საკმაოდ ბევრ საინტერესო ღონისძიებას გვპირდება. #სადანროგორ ტრადიციულად წარმოგიდგენთ მათ:

 

ფილმის ჩვენება სექტორი 3-ში: შავი სარკე, სერია „Nosedive“

პარასკევ საღამოს რას აკეთებ? თუკი შემეცნებით ხასიათზე ხარ და დროის საინტერესოდ გატარებას გეგმავ, 20 სექტემბერს, სექტორი 3-ში პოპულარული სერიალის “შავი სარკე“ (Black Mirror) სერიის „Nosedive“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი საინტერესო დისკუსიაში შეგეძლებათ, ჩაერთოთ. ზოგადად კი, გეტყვით, რომ მსგავსი ღონისძიებები პარასკევ საღამოს, 19:00 სთ-ზე ამ სივრცის ტრადიციაა. დასწრება შეუძლია ყველას.

Republic Weekend with Beka Gochiashvili & Friends

შაბათს, 21 სექტემბერს, 21:00 საათზე რესტორანი რესპუბლიკა წარმოგიდგენთ ბექა გოჩიაშვილს მეგობრებთან ერთად (ბექა გოჩიაშვილი – კლავიში, ლევან დეისაძე – ბასი, ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი, მიშო ურუშაძე – DJ, ამიკო ნინუა – MC). დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

აბესალომ და ეთერი | Abesalom and Eteri

21 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „აბესალომ და ეთერი”. მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 G2: ALEXANDER KÜHNE ❚ DIGITAL GROOVE AFFAIR ❚ YT

21 სექტემბერს G2-ში ბერლინელი დიჯეი ALEXANDER KÜHNE დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება წარმატებული ქართველი დიჯეი და პროდიუსერი სანდრო პაპასკირი (Skyra) სასცენო სახელით YT. არტისტებს მასპინძლობას სოლო გაგუა და გიორგი კაკოიშვილი G2-ის რეზიდენტი პროექტით DIGITAL GROOVE AFFAIR გაუწევენ. ბილეთების შეძენას KHIDI-ს ვებგვერდზე შეძლებთ.

HOROOM: BORIS ■ VOLRUPTUS ■ KVANCHI

21 სექტემბერს HOROOM-ის ოთახი კლუბ BERGHAIN-ის ვეტერან რეზიდენტს და Ostgut-ის ოჯახის წევრ BORIS DOLINSKI-ს, იგივე BORIS-ს მასპინძლობს, ვისთან ერთადაც VOLRUPTUS და KVANCHI დაუკრავენ. ბილეთების შეძენას BASSIANI-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

წინანდლის ფესტივალის დახურვა – რახმანინოვი ◦ შოსტაკოვიჩი ◦ ბრამსი

წინანდლის ფესტივალი 22 სექტემბერს სრულდება. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ფესტივალზე, გაქვთ შანსი, მოისმინოთ კლასიკური მუსიკა საოცარ გარემოში. 22 სექტემბერს კი საოცარი პროგრამაა დაგეგმილი – რახმანინოვი, შოსტაკოვიჩი და ბრამსი. ასე რომ, თუკი წასვლას გადაწყვეტთ, ბილეთების შეძენას TKT.GE-ზე შეძლებთ.

Wine And Music Evening At Wine Not?

მათ, ვისაც განტვირთვა გსურთ, 24 სექტემბერს Wine Not? თამთა ცხვიტავასა და პაატა დეისაძის მუსიკალურ საღამოს გთავაზობთ. საღამო 21:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

განხილვა