25
Sep
2019

#სადანროგორ: 25-28 სექტემბერი

25 Sep 2019

ჯერ მხოლოდ ოთხშაბათია და უკვე იმდენი ივენთია დაგეგმილი ამ კვირაში, რომ თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ – ძალიან აქტიური კვირა გველის! არჩევანი საკმაოდ დიდია და სწორედ ამიტომ #სადანროგორ ტრადიციულად გთავაზობთ კვირის საუკეთესო ღონისძიებებს:

 

KORDZ & DRO OPEN AIR for Tbilisi Mural Fest

25 სექტემბერს, 22:00 საათზე Tbilisi Mural Fest Open Air-ის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსის Kordz-ის საღამო გაიმართება. მუსიკალური ღონისძიება ორბელიანის მოედანზეა დაგეგმილი. დასწრება თავისუფალია.

Season Opening @Republic • Robag Wruhme

27 სექტემბერს Republic • რესპუბლიკა და Club IVERIA წარმოგიდგენთ სეზონის გახსნას: ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არტისტს Gio Shengelia-ს, ელექტრონული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ გერმანელ მუსიკოსს Robag Wruhme-ს, საქართველოში მოღვაწე უნიკალურ Dj-ს Daria Zet-ს. კარი 22:00 სთ-ზე გაიღება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

27.09 • Killages – live • Bonjour Ben • Roma J at TIVI Bar

27 სექტემბერს “ტივი” სეზონს ხსნის. საღამოზე გამოვლენ Killages, Bonjour Ben და Roma J. კარი 21:00 სთ-ზე გაიხსნება. რაც შეეხება ბილეთებს, მისი ფასი 25 ლარია.

KHIDI 中: I HATE MODELS ❚ INHALT DER NACHT ❚ FREQUENCY SHIFTER

27 სექტემბერს KHIDI-ს მთავარ სცენაზე თანამედროვე ტექნო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეი და პროდიუსერი I HATE MODELS დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება ბერლინში მოღვაწე არტისტი და ამავე ქალაქში მდებარე კლუბ GRIESSMUEHLE-ს რეზიდენტი INHALT DER NACHT. არტისტებს მასპინძლობას გაუწევს KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი დიჯეი გიგა არაბული, ტექნო პროექტით FREQUENCY SHIFTER. G2-ში დაუკრავენ: Boiler Room-ისა და CTM Festival-ის კურატორი Michail Stangl იგივე Opium Hum და ბერლინში მცხოვრები ტუნისელი არტისტი და ლეიბლ LazyTapes-ის დამფუძნებელი Cera Khin. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Kosh • Oimactta • Ika • Tobako Tween • Hatsvali

27 სექტემბერს “მტკვარზე”, მთავარ ოთახში დაუკრავენ: KOSH, Oimactta, Ika, მცირე ოთახში კი: Tobako Tween და Hatsvali. საღამო 11:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: RØDHAD ■ MERCURRIO ■ NINASUPSA

27 სექტემბერს BASSIANI ტექნოს ვიკინგად ცნობილ RØDHÅD-ს უმასპინძლებს. იგი თანამედროვე საკლუბო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. საღამოზე ასევე Ninasupsa – ქართველი დიჯეი ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტი და Mercurrio იგივე ელექტრონული მუსიკის არტისტი დიტო ჩიქოვანი. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

KayaKata Live – Sadaa

28 სექტემბერს SPACEHALL KUSTBA-ზე თქვენს წინაშე სცენაზე წარსდგება კაიაკატა – თავიანთი ახალი ალბომით (+ classic tracks). საღამო 21:00 სთ-ზე დაიწყება და ბილეთების შეძენას TKT.GE-ზე შეძლებთ.

განხილვა