in

#სადანროგორ გავერთოთ 24-26 ნოემბერს — ღონისძიებების კალენდარი

სამუშაო კვირის მიწურულს ყველა ჩვენგანს განსხვავებული მოლოდინი აქვს: ან მთელი შაბათ-კვირის საწოლში გატარება, ფილმების ყურება და წიგნების კითხვა; ანდაც დასვენების ნაცვლად, მეტად აქტიური გართობის არჩევა. ნებისმიერ შემთხვევაში, უქმე დღეები იმის საშუალებას გვაძლევს, სრულიად მოვდუნდეთ, მოვწყდეთ საქმეებს და სასიამოვნო ამბებში გადავეშვათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

KICK | SOULIDAN SHOWCASE: YANN POLEWKA | MAGRRA

პარასკევს, Soulidan-ის Showcase-ზე, Soulidan-თან ერთად, ფრანგი არტისტი Yann Polewka და Magrra დაუკრავენ.

Yann Polewka ფრანგი არტისტია, რომლის მუსიკაზეც დიდი გავლენა იქონია ჩიკაგოს და ფრანგულმა ჰაუს მუსიკამ. მუსიკალური განათლების ხარჯზე, მისი სეტები საშუალებას აძლევდა, თავისი მუსიკა გაეზიარებინა დასავლეთ საფრანგეთსა და პარიზში. უკვე რამდენიმე წელია, ის ძალიან კარგად აზავებს კლასიკურ და დღევანდელ ჰაუსს.

KHIDI: 20 YEARS OF KAOS LONDON | ANFS | VELVET MAY (LIVE) | MIND MATTER | CHORONZON | OORT | LAW 334

24 ნოემბერს KHIDI წარმოგიდგენთ Lee Adams-ის მიერ დაფუძნებული ტექნო ღონისძიებების სერია Kaos London-ის 20 წლის იუბილეს. ღონისძიების ფარგლებში, მთავარ სცენას დაიკავებს Kaos London-ისა და Khemia Records-ის დამფუძნებელი, დიჯეი და კურატორი Lee Adams პროექტით Choronzon.

მასთან ერთად, სცენას დაიკავებს პარიზში მოღვაწე დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Mind Matter. შოუქეისზე ცოცხალი შესრულებით წარდგება ბერლინში მოღვაწე არტისტი და Tears On Waves პლატფორმის დამაარსებელი Velvet May. არტისტებთან ერთად, სცენას გაიზიარებენ: ათენში მოღვაწე დიჯეი, პროდიუსერი, ლეიბლის Modal Analyis თანადამფუძნებელი და Vanilla Records-ის დამფუძნებელი ANFS და KHIDI-ის თანადამფუძნებელი თამარ აქსანდერი, პროექტით Oort.

G2-ს ლონდონში მოღვაწე დიჯეისა და ტექნო პროდიუსერ LAW334 უმასპინძლებს. ადგილობრივი დიჯეები და კლუბის რეზიდენტები — Frequency Shifter და Body Pressure იგივე Puritan, თავიანთი მრავალფეროვანი მუსიკალური ხედვებითა და სტილით, დაიკავებენ G2-ის სცენას.

Antiquita Christmas Mini Market

ბოლო დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა ნოსტალგიური განწყობები წარსულის ესთეტიკის მიმართ. ალბათ, ეს ყველაზე კარგად ახალ წელთან მიმართებით ჩანს — სოციალურ მედიაში ქართულ თუ უცხოურ გვერდებზე აქტიურად დებენ ძველი დეკორაციის ფოტოებს, წლების წინ გადაღებულ სადღესასწაულო კადრებს და ა. შ. თუკი თქვენც უერთდებით ამ ნოსტალგიას, ნაძვის ხის ძველი მოსართავებიც მოგენატრათ ან ბავშვობის ემოციებში გსურთ გადაშვება, შეგიძლიათ Antiquita-ს მიერ ორგანიზებულ „ბაზრობას“ ეწვიოთ, რომელიც 25-26 ნოემბერს გაიმართება.

Bedford Falls Mono Hall

25 ნოემბერს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოსმენადი ჯგუფი — Bedford Falls, თავისი საოცარი შემოქმედებით, ჯადოსნურ ატმოსფეროს შექმნის Mono Hall-ში. ჯგუფი თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროექტია. Ბენდი ხუთი წლის წინ თბილისში შეიქმნა და ოთხი მუსიკოსისგან შედგება. Მათი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით და სახასიათო, ნოსტალგიური მელოდიებით.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, Bedford Falls-მა ახალი სინგლი — KINO გამოუშვა, რომელიც მსმენელმა მალევე შეიყვარა.

საინტერესო მუსიკალური სელექციით, საღამოს ტატო რუსია განაგრძობს.

ქეთი ნადიბაიძე — „ნუ მიყვირი“

25 ნოემბერს, 19:00-ზე, ახალი ნარატივების გალერეაში ქეთი ნადიბაიძის პირველი პერსონალური გამოფენა, „ნუ მიყვირი“ გაიხსნება. ექსპოზიცია 2020-2023 წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და, ამავდროულად, არტისტის ახალი შემოქმედებითი ეტაპის ერთგვარი შესავალია.

„ნუ მიყვირი“ სხვადასხვა ტიპის ქსოვილზე დაქარგულ, უკონტექსტო სიტყვებსა და მოკლე ფრაზებს შეადგენს: ფორმულირებებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ნაკადისთვის კონტრინტუიტიურია, რომლებსაც სხეული თავად აწარმოებს და ჩვენი ცენზურის გარეშე, წამიერად ამოისვრის ხოლმე გონების ზედაპირზე, როგორც ცალკეულ, უცხო ელემენტს; ძილის წინ, ჩხუბისას, სექსუალური და რომანტიკული ურთიერთობებისას, თრობისა თუ მგზავრობისას, თუმცა საბოლოოდ ჩვენი ინტიმური ბიოგრაფიების ყველაზე ნამდვილ დოკუმენტაციას წარმოადგენს.

ამანათები ამერიკიდან 5,5$-ად და ONEX-ის სხვა შეთავაზებები მომხმარებლისთვის

გარდა ტექნიკური ცოდნისა, რა გვჭირდება შემოქმედებით სფეროში წარმატების მისაღწევად?