in

#სადანროგორ: ღონისძიებები 4-6 ოქტომბერი

ამ კვირის უქმეებზე ჩვენი საყვარელი ქალაქის დღეობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ქალაქის ბევრ ადგილზე თქვენთვის საინტერესო გარემოს პოვნა შეგიძლიათ. თუმცა, დედაქალაქობის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, კვლავაც ტრადიციულად შემოგთავაზოთ კვირის საუკეთესო ღონისძიებები:

bog
bog-mob

BASSIANI / HOROOM: FIVE YEAR ANNIVERSARY

2019 წლის 3 ოქტომბერს, BASSIANI-ის დაარსებიდან 5 წელი სრულდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით, კლუბმა გადაწყვიტა ის არტისტები მოიწვიოს, რომლებმაც ამ 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კლუბის განვითარებაში. მთავარ სცენაზე დაუკრავენ: VRIL | Dadub | Kancheli | Ndrx | Newa | Zitto, HOROOM-ში კი: Hamatsuki | HVL | Ninasupsa | Kvanchi | Mercurrio. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბასიანის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

დონკა: წერილი ჩეხოვს | Donka: A Letter to Chekhov

4 და 5 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრი დანიელე ფინცი პასკას სპექტაკლს “დონკა: წერილი ჩეხოვს” მასპინძლობს. ცირკისთვის დამახასიათებელი მძლავრი მაგია ამ წარმოდგენით ანტონ ჩეხოვს მიაგებს პატივს – ხილვებისმაგვარი შოუთი, ნატიფი ეკვილიბრიუმით, მოცეკვავეების, აკრობატებისა და ჟონგლიორების საუცხოო შესრულებით. ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.

MAUDI live action #4: Rezo Kiknadze, Shalva Calagon, Gwyn

5 ოქტომბერს MAUDI რეზო კიკნაძის, შალვა კალაგონისა და Gwyin-ის საღამოს უმასპინძლებს. საღამო 17:00 სთ-ზე დაიწყება.

Jane Fitz • Parna • Bero • Matsehora • Gio Shengelia

კლუბი მტკვარზე 5 ოქტომბერს ღამის 11:00-დან შემდეგ არტისტებს უმასპინძლებს: Jane Fitz, Parna, Bero, Matsehora, Gio Shengelia. შუაღამემდე კლუბში შემოსვლის საფასური 10 ლარი იქნება, შემდგომ კი – 30. ონლაინ ბილეთების ფასი – 25 ლარი. ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.

Fall Set – Worakls Orchestra tour

5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სტუდიური ალბომის “Orchestra” მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ალბომი ელექტრონული და კლასიკური მუსიკის ინსტრუმენტების ნაზავია. ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.

Nodariko Khutsishvili at NINE Club

5 ოქტომბერს, თბილისობას, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი Nine Club-ში დაუკრავენ. შემოსვლა თავისუფალია.

დედასთვის/ Bedford Falls/ MokuMoku / Erekle Deisadze

დედაენის ბარი 6 ოქტომბერს საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლებს, რომელზეც დაუკრავენ: Bedford Falls, MokuMoku და ერეკლე დეისაძე. ბილეთები გაიყიდება მხოლოდ კარზე და ეღირება 20 ლარი.

„საქართველოს ისტორია“ სამეფო კარის თამაშების ინტროს სტილში

რა არის „ცოყინი“ და როგორ უნდა ავარიდოთ თავი?