11
Oct
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 11-14 ოქტომბერი

11 Oct 2019

ამ კვირაში გრძელი უქმეები გველის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგად სასიამოვნოდ შეგეძლებათ, დრო გაატაროთ. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან კვირის საუკეთესო ღონისძიებებს არ მოგაკლებთ. #სადანროგორ ტრადიციულად გთავაზობთ მათ:

BASSIANI / HOROOM: ODD FANTASTIC NIGHT

11 ოქტომბერს ODD FANTASTICS-ის შოუქეისის ფარგლებში კლუბი BASSIANI არტისტებს DR. RUBINSTEIN და NAZIRA უმასპინძლებს. პარალელურად HOROOM-ის ოთახი ERIS DREW და OCTO OCTA-ს მასპინძლობს. ბილეთების შეძენა ბასიანის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

Dini Virsaladze & Jazz Trio

12 ოქტომბერს 21:00 სთ-ზე წინანდლის მამული, რადისონ ქოლექშენი დინი ვირსალაძისა და Jazz Trio-ს საღამოს უმასპინძლებს. საღამო ბიბლიოთეკის ოთახში გაიმართება და 23:00 სთ-მდე გაგრძელდება.

Aine Merme // Tete Noise

12 ოქტომბერს ბარი პოლიტიკა Aine Mermes, იგივე ნატუკა ნაცვლიშვილსა და TeTe Noise-ს – სანდრო ჩინჩალაძეს უმასპინძლებს. ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება, კარი კი 20:30 სთ-ზე გაიღება.

Monument: Oscar And The Wolf

12 ოქტომბერს MONUMENT წარმოგიდგენთ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ ბელგიურ ელექტრო-პოპ ბენდს Oscar And The Wolf. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Jam Station at Nine club

12 ოქტომბერს 21:00 სთ-ზე ნაინ ქლაბი ლევან მასპინძელაშვილსა და Jam Station-ს უმასპინძლებს. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს. 

პურის ფესტივალი • Ⓑⓡⓔⓐⓓ Ⓕⓔⓢⓣ

12 და 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით ‘’პურის ფესტივალი’’ მეორედ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Park Fest Tbilisi

12 და 13 ოქტომბერს დიღმის ტყეპარკი საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით გეპატიჟებათ. გარდა იმისა, რომ საშუალება გექნაბათ ბუნებაში განიტვირთოთ, ასევე შეგეძლებათ, მოუსმინოთ ვორქშოპებს, მონაწილეობა მიიღოთ ვიქტორინაში გარემოსდაცვითი თემების შესახებ, მოუსმინოთ ქართულ ჯგუფებს და ა.შ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

სუხიშვილები

13 და 14 ოქტომბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და საგასტროლო ტურნეში გამგზავრებამდე, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” განახლებული პროგრამით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა