18
Oct
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 18-20 ოქტომბერი

18 Oct 2019

დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო განწყობა მცირდება, თქვენი გულები და გონება კი განტვირთვისკენ მიემართება. დღეს ძალიან მშვენიერი პარასკევია და ჩვენც ვაპირებთ #სადანროგორ-ის რუბრიკით, ტრადიციული, მშვენიერი ღონისძიებები შემოგთავაზოთ:

ვუდი ალენის რეტროსპექტივა – Woody Allen Retrospective

ამირანის კინოთეატრში ვუდი ალენის რეტროსპექტივა გრძელდება! სამი დღის განმავლობაში გექნებათ საშუალება, ვუდი ალენის შემოქმედება დიდ ეკრანზე ნახოთ. 18 ოქტომბერი – ჰანა და მისი დები/Hannah and her Sisters , 19 ოქტომბერი – კაიროს მეწამული ვარდი/The Purple Rose of Cairo, 20 ოქტომბერი – შუაღამე პარიზში/Midnight in Paris. ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს.

DECODER: BLACK COFFEE / COSMIC LOVE ROTATION / TADE

18 ოქტომბერს, SPACEHALL-ში, ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER ახალ სეზონს, სცენის მოთხოვნად ვარსკვლავთან, Black Coffee-სთან ერთად ხსნის. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

ნატალი 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი 18 ოქტომბერს წარმოგიდგენთ “ნატალის” პრემიერას. ოპერა ორ მოქმედებად იქნება და მისი დირიჟორი – ჰენრიკ ვან კრისტენსენი იქნება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.

როკეთმენი – მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

თუკი საინტერესო ფილმის ყურების ხასიათზე ხართ, შეგიძლიათ მზიურის თავისუფალ კინოჩვენებას დაესწროთ, სადაც ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმი Rocketman გელით! კინოსეანსი 19 ოქტომბერს 20:00 სთ-ზე დაიწყება და მზიურის კაფეში გაიმართება.

Murman Tsuladze

19 ოქტომბერს ბარ პოლიტიკაში ქართულ-ფრანგული ბენდის “მურმან წულაძე” საღამო გაიმართება. ბენდი შარშან, სტამბულში ჩამოყალიბდა და გამოირჩევა მათთვის დამახასიათებელი ორიგინალური სტილით. საღამო 22:00 სთ-ზე დაიწყება.

Artarea Fest 2.0 – kordz / DRO / TETS0

არტარეა ფესტივალის მეორე ლაივის ფარგლებში რუსთავში, რუსთაველის 30-ში Kordz-ისა და DRO-ს საღამო გაიმართება. სპეციალურად მოწვეული სტუმარი კი Tetso, იგივე გიორგი ტეცოშვილი იქნება. საღამო 20:00 სთ-ზე დაიწყება.

Frankie Beatnik უბერავს

20 ოქტომბერს “ვინტილატორში” Frankie Beatnik, იგივე დავით გაბუნია დაუკრავს. საღამო 20:00 სთ-ზე დაიწყება.

განხილვა