25
Oct
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 25-27 ოქტომბერი

25 Oct 2019

მანამ, სანამ შემოდგომა კარგი ამინდებით გვანებივრებს, თამამად შეგვიძლია, კარგ ღონისძიებებს მეტი დრო დავუთმოთ.. თანაც ამ კვირაში ნამდვილად არგამოსატოვებელი ივენთები გელით. Marketer.ge კი ამჯერადაც თქვენს სამსახურშია და მათ ტრადიციულად გთავაზობთ:

Republic Events E2 • Crazy P

25 ოქტომბერს, Republic • რესპუბლიკა და Club IVERIA წარმოგიდგენთ: პირველად საქართველოში ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ლეგენდად წოდებულ ბენდ Crazy P-ის სრული შემადგენლობით. საღამოს ქართული ტრიპ ჰოპის მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, Creams-ი გახსნის. საღამოს დასასრულს კი თქვენ წინაშე Tobako Tween წარდგება. ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს. 

KHIDI中STANISLAV TOLKACHEV ❚ RESTIVE PLAGGONA ❚ VULKANSKI ❚ OTHR

25 ოქტომბერს KHIDI-ს მთავარ სცენაზე მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, კლუბის რეზიდენტი STANISLAV TOLKACHEV დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება წარმოშობით ბერძენი, ახალგაზრდა პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Dimitris Doukas იგივე RESTIVE PLAGGONA. აღნიშნულ არტისტებთან ერთად დაუკრავენ KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტები: აჩი თაბუკაშვილი სოლო პროექტით VULKANSKI და ლადუკა ნინუა სასცენო სახელით OTHR.
G2-ის ოთახში Mzesumzira Records-ის ღამე გაიმართება, სადაც ამავე კოლექტივის წევრები: Dr. Emmett Brown, Frankie Beatnik, Ako Von Unten და Levi Love Disco დაუკრავენ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Intervall // Mechanical Rainbow Live at BS76!

26 ოქტომბერს მექანიკური ცისარტყელა და ინტერვალი ისევ გაერთიანდება თქვენთან ერთად მორიგი როკენროლური საღამოს შესაქმნელად ბექსთეიჯ76-ში. ბილეთის ფასი კი 10 ლარი იქნება.

KHIDI 中 G2: SEVDA INVITES: BERO ❚ PARNA ❚ YVES

კლუბი KHIDI იწყებს ღამეების სერიას – “Sevda Invites” რომლის ფარგლებშიც 3 თვეში ერთხელ მსმენელს საშუალება ექნება G2-ში, კლუბის რეზიდენტი ლადუკა ნინუას მიერ მოწვეული ლოკალური და არალოკალური არტისტები მოისმინოს. პირველ ღონისძიებაზე Sevda კლუბ Mtkvarze-ს რეზიდენტებს BERO, PARNA, YVES მოიწვევს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

ტრავიატა / La Traviata

27 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახეობის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოგიდგენთ ჯუზეპე ვერდის ოპერას “ტრავიატა”. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Guillaume Marmin / Kordz – Cyclic Patterns

ციფრული თბილისი I Digital Tbilisi გიწვევთ გიომ მარმენისა და კორძის კოლაბორაციის პრეზენტაციაზე. Cyclic Patterns გიომ მარმენის, ფრანგი ციფრული არტისტისა და ქართველი მუსიკოსის, კორძის 30 წუთიანი AV პერფორმანსია, რომლის ორიგინალური სცენოგრაფია სივრცით კონცეფციაზეა დაყრდნობილი: წრე მონიშნულია 16 ვერტიკალური LED განათებით, რომლის ცენტრშიც ორი არტისტი ხვდება ერთმანეთს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

INSIDE

პირველი ღონისძიება Elektrowerk – ის სივრცეში გიმასპინძლებთ და წარმოგიდგენთ ქართული ელექტრონული მუსიკის, საინტერესო და ნიჭიერ არტისტებს, რომელებიც ქმნიან ჰაუს, დისკო და ტექნო მუსიკას ინოვაციური სტილით, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა