1
Nov
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 1-3 ნოემბერი

1 Nov 2019

კართან მოდგა ნოემბერიც და ჰელოუინის კვირაც, რაც იმას გულისხმობს, რომ კვირის ბოლოს თითქმის ყველა ბარში შეგიძლიათ დაესწროთ და აღნიშნოთ ეს დღესასწაული. თუკი ღონისძიებებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ ეს დღესასწაული უკვე აქტიურად აღინიშნება თბილისშიც, ასე რომ, თქვენი საჰელოუინო განზრახვების განხორციელებას მარტივად შეძლებთ. ჩვენ კი, ტრადიციულად კვირის გამორჩეულ ივენთებს შემოგთავაზებთ:

ფაუსტი / Faust

მოძრაობის თეატრი 1-დან 28 ნოემბრის ჩათვლით წარმოგიდგენთ გოეთეს ნაწარმოების “ფაუსტი” დადგმას. სპექტაკლში გამოყენებულია მიმოდრამის, ბუტოს სტილის და საჰაერო აკრობატიკის ერთობლიობა. სპექტაკლი 20:00 სთ-ზე იწყება, ხოლო ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებთ.

განთიადი

Marketer.ge წარმოგიდგენთ ექსპერიმენტს სახელწოდებით “განთიადი”. აქ იხილავთ 22 თანამედროვე არტისტის ნამუშევარს თემაზე “სიტყვის ძალა”. გამოფენა 31 ოქტომბერს გაიხსნა და 6 ნოემბერს მუსიკალური ექსპერიმენტით დასრულდება. აუცილებლად დაელოდეთ განთიადს, მანამდე კი შეგიძლიათ, ნამუშევრები 12:00-18:00 სთ-ებში ნახოთ მელიკ აზარიანცის შენობაში. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს. 

Fall Set ▌▒ Part 2 – Boris Brejcha

2 ნოემბერს გერმანელი მუსიკოსი საქართველოს მეოთხედ ეწვევა. Boris Brejcha წლიდან წლამდე მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფესტივალების და ივენთების ჰედლაინერად რჩება, ჟანრობრივი მრავალფეროვნების გამო მის მუსიკას ახასიათებენ როგორც “High-tech Minimal”. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Horoom Nights: Halloween

2 ნოემბერს, ჰელოუინის დღესასწაულზე, ქვიარ ღამეების მასშტაბური სერია BASSIANI-ის სივრცეში გაიმართება, სადაც სტუმრები მხოლოდ კოსტიუმირებული სამოსით დაიშვებიან. ღამეზე წარმოდგენილი იქნება არაერთი პერფორმანსი. ბილეთების შეძენას ბასიანის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

Gacha’s Selection

შაბათს, 2 ნოემბერს ბარი პოლიტიკა გაჩა ბაქრაძის სელექციას შესთავაზებს აუდიტორიას. საღამო 22:00 სთ-ზე დაიწყება.

Darejani’s Dila: Kote Japaridze ❚ Dietrich ❚ Sulava

1918 დილის კარი, 2 ნოემბერს 23 საათზე გაიღება და დისკოს და ჰაუსის არტისტები, Devi, Xcept, DIETRICH, Kote Japaridze, Sulava ჩვენთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს შექმნიან. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Dini Virsaladze Quartet feat. David Japaridze at Singer

3 ნოემბერს ჯაზ კაფე ზინგერში დინი ვირსალაძის კვარტეტისა და დავით ჯაფარიძის საღამო გაიმართება. მაგიდის დასაჯავშნად და სხვა დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს. 

განხილვა