8
Nov
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 8-10 ნოემბერი

8 Nov 2019

რატომღაც ეს კვირა თბილისისთვის ჩვეულად ბევრი ღონისძიებით არ გამოირჩევა. სიმართლე გითხრათ, ეს პასიურობა ნამდვილად არ ვიცით, რას უნდა დავაბრალოთ, თუმცა #სადანროგორ ამგვარი კვირის მიუხედავადაც ტრადიციულად საუკეთესო ივენთებს გთავაზობთ:

KHIDI 中 999999999 ❚ ASH SCHOLEM ❚ SEVDA

8 ნოემბერს KHIDI-ს მთავარ სცენაზე, მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალბედა ეისიდ ტექნო დუო იტალიიდან 999999999. G2-ში წარდგებიან ქართულის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ლეიბლ Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ASH SCHOLEM და კლუბის რეზიდენტი ლადუკა ნინუა ჰაუს პროექტით SEVDA. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: LAURENT GARNIER ■ KVANCHI ■ NDRX ■ THE GHOST

8 ნოემბერს, LAURENT GARNIER საქართველოში პირველად, BASSIANI-ზე დაუკრავს. HOROOM-ის სტუმარი ელექტრონული მუსიკის დუეტი THE GHOST იქნება, რომელიც გერმანელმა არტისტებმა JAMES CREED და JOSH TWEEK დააფუძნეს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბასიანის ოფიციალურ ვებგვერდს. 

Chaos In The CBD • Zurkin • Tsa-ცა • Kdema

8 ნოემბერს მტკვარზე მთავარ სცენაზე დაუკრავენ: Chaos in the CBD, პატარა სცენაზე კი: “ცა-TSA” და KDEMA. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

BS76 Presents : Low Elite Squad !

9 ნოემბერს ბექსთეიჯ76-ში Low Elite Squad დაუკრავს. ესააა იგივე დაბალ ელიტური რაზმი ახალი ქართული ჰიპ-ჰოპ კოლექტივი, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო აქტიურად მოღვაწეობა ამ სფეროში. ბილეთები კარზე გაიყიდება და 10 ლარი ეღირება.

Rhythm: TRAP X SOUL

შაბათს, 9 ნოემბერს 22:00 საათიდან ბარ პოლიტიკაში აუდიტორიის წინაშე გიგი სარჯველაძე და ნიკა მაკარაშვილი წარსდგებიან. სხვა დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.  

And Then We Danced / და ჩვენ ვიცეკვეთ

8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით ქართულ კინოთეატრებში ლევან აკიმის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ყურებას შეძლებთ. ეს სწორედ ის ფილმია, რომელშიც ქართველი მსახიობები თამაშობენ და ცოტა ხნის წინ კანის კინოფესტივალზე ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით უკვე საკმაოდ ბევრი წარმატება მოიპოვა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ქართველი აუდიტორიის გამოხმაურებას დაველოდოთ.

განხილვა