15
Nov
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 15-17 ნოემბერი

15 Nov 2019

თბილისში ისევ გვიწევს არც თუ ისე მსუბუქი დღეების გადატანა. ახალგაზრდების უმეტესობა კვლავაც აქციაზე დგას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი სხვანაირად გინდათ ამ კვირის საღამოების დაგეგმვა, ჩვენ არ გღალატობთ და კვირის საუკეთესო ივენთებს ტრადიციულად გთავაზობთ:

BASSIANI / HOROOM: BEN KLOCK ■ NEWA ■ KANCHELI ■ NDRX ■ BMI

15 ნოემბერს ბასიანი Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტს Ben Klock-სა და NEWA-ს უმასპინძლებს. Horoom-ის სცენაზე კი გამოვლენ: Kancheli, NDRX და BMI. ბილეთების შეძენას Bassiani-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

KHIDI 中 Ø [PHASE] ❚ JAMAICA SUK ❚ YANAMASTE

15 ნოემბერს KHIDI-ს მთავარ სცენაზე ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლ TOKEN RECORDS-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი Ø [PHASE] იგივე Ashley Burchett დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება ამერიკელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი JAMAICA SUK. ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს. 

origami x rise showcase

ბუდა ბარის ტერიტორიაზე აფრიკული ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება. Hyenah, Walter Griot, Tade, Leo Aniram – ეს იმ არტისტთა ჩამონათვალია, რომელიც 16 ნოემბერს საღამოზე წარსდგებიან. ბილეთების შესაძენად მიჰყევით ლინკს. 

ამბავი ერთი მკვლელისა / The story of a murderer

მოძრაობის თეატრში სპექტაკლი “ამბავი ერთი მკვლელისა” გაიმართება. იგი ჟან-ბატისტ გრენუის მიერ ჩადენილ მკვლელობათა ამბებს შეეხება, იმისთვის, რომ სრულყოფილი სუნამო შექმნას. ბილეთების შეძენას eventikz.com-ზე შეძლებთ.

ჯუზეპე ვერდის ოპერა ,,ბალ – მასკარადი”

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 16 და 17 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე ჯუზეპე ვერდის ოპერა “ბალ-მასკარადი” გაიმართება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

განხილვა