ცოტა კი აგვიცივდა და განწყობაც ოდნავ გაგვიუჟმურდა, თუმცა, პარასკევი საღამო ახლოვდება და მგონი დროა, ეს განწყობა ჩამოვიშოროთ და დრო განტვირთვას დავუთმოთ. და რა დაგეხმარებათ განტვირთვის დაგეგმვაში თუ არა ჩვენი რუბრიკა #სადანროგორ, რომელიც, ტრადიციულად, კვირის საუკეთესო ივენთებს გთავაზობთ:
Calligraphy Artworks | Shota Saganelidze
ფერწერაში და ინსტალაციებში გამოყენებული კალიგრაფიის ხელოვნება და ქართული ანბანის უჩვეულო ჩართვა პორტრეტებში – ამ ყველაფრის ნახვას შეძლებთ შოთა საგანელიძის Shota•შოთა გამოფენაზე 22 ნოემბერს. ვინაიდან ავტორი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია გახსნაზე ის თავად დაუკრავს და თანამედროვე კალიგრაფიის სამყაროში გვამოგზაურებს. გამოფენა გაგრძელდება 24 ნოემბრის ჩათვლით. სხვა დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს.
BASSIANI / HOROOM: FUNCTION ■ MARCEL DETTMANN ■ MERCURRIO
დღეს, 22 ნოემბრის საღამოს Bassiani-ზე წარდგებიან შემდეგი შემსრულებლები: Function / MARCEL DETTMANN, ხოლო Horoom-ის სივრცეში კი: Mercurrio / Kvanchi / Yves. ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს.
22.11 | Deborah De Luca / Phil Dark / Nicole
22 ნოემბერს Mono Hall-ში ქართველ აუდიტორიას საშუალება ექნება, მოუსმინოს ნეაპოლელ დიჯერის Deborah De Luca-ს, რომელიც მსმენელს ყოველთვის სთავაზობს განსხვავებული ჟანრების ორიგინალურ სინთეზს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.
გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლაივ კონცერტი და კინოჩვენება
კინოთეატრი „ამირანი“ და Artists Union ConceptArt 23 ნოემბერს წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ უნიკალურ პროექტს: მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის „სევდის ანგელოზები“ პრემიერასთან ერთად, აღიარებული ქართველი მუსიკოსები კონოთეატრის სცენაზე მის ნაწარმოებებს შეასრულებენ. სხვა დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
Dini Virsaladze at Radisson Collection Tsinandali Estate
ამ უქმეებზე “რადისონ ქოლექშენის” ბიბლიოთეკის ოთახი დინი ვირსალაძის საღამოებს უმასპინძლებს. დრო: 21:00 – 23:00. სხვა დეტალური ინფორმაციისთვის კი მიჰყევით ბმულს.
Khvedeliani • Ika • Yves • M0nk • 440hz
23 ნოემბერს კლუბი “მტკვარზე-ს” მთავარი ოთახი Khvedeliani-ს, Ika-სა და Yves-ს უმასპინძლებს. მცირე ოთახში კი Monk და 440 HZ წარდგებიან. ბილეთებისთვის ეწვიეთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.
The Quintessence • Nini Nutsubidze X Rezi • Sumo b2b Hatsvali
Color Room წარმოგიდგენთ პირველ, საპრეზენტაციო ღონისძიებას რესპუბლიკაში 23 ნოემბერს, რომლის განმავლობაშიც აუდიტორიის წინაშე წარდგებიან შემდეგი შემსრულებლები: ქართული ვოკალური ჯაზ სექსტეტი The Quintessence, ნინი ნუცუბიძე – ვირტუოზი არტისტი და კომპოზიტორი, SUMO B2B HATSVALI – ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეული 2 არტისტი. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.