29
Nov
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 29 ნოემბერი – 1 დეკემბერი

29 Nov 2019

ზამთარი ჩვენკენ მოიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა საახალწლო განწყობა იმატებს. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ წინა კვირებისგან განსხვავებით ეს კვირა “ივენთ-აქტიურია”. ჩვენ კი გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება, კვირის საუკეთესო ღონისძიებები ტრადიციულად შემოგთავაზოთ:

თბილისის წიგნის დღეები • Tbilisi Book Days

თბილისის წიგნის დღეები 28 ნოემბერს ტრადიციულად “ექსპო ჯორჯიაში” გაიხსნა. წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა წელს 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, სასურველი წიგნები სასურველ ფასად შეიძინოთ და, ამავროულად, სხვადასხვა ტიპის საინტერესო აქტივობას დაესწროთ/მონაწილეობა მიიღოთ. ასე რომ, წიგნის ფესტივალი გელოდებათ!

Disco Night

29 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე ფაბრიკაში დისკო საღამო გაიმართება, რომელზეც აუცილებლად დაგჭირდებათ 60-70-იანი წლების ჩაცმულობა, რადგანაც დრეს-კოდი ამას მოითხოვს. საღამოს გააფორმებს Mtvare Trotsky.

BASSIANI / HOROOM: HECTOR OAKS ■ VOISKI ■ HVL ■ ZITTO

29 ნოემბერს BASSIANI-ს მთავარ სცენაზე HECTOR OAKS დაუკრავს, რომელიც კლუბის რეზიდენტი 2018 წელს გახდა, ასევე VOISKI და HVL. HOROOM-ის საცეკვაო მოედანი კი ამჯერად CARLOS VALDES-ს და NINASUPSA-ს დაეთმობა. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

KiKi #20 WORLD AIDS DAY 中

29 ნოემბრის ქვიარ ივენთების მაშტაბური სერია ეძღვნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება და შიდსის ეპიდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. საღამოზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე. 

ტროელი ქალები / სამეფო უბნის თეატრი

“სამეფო უბნის თეატრი” 29 ნოემბერს 20:00 სთ-ზე ცნობილ სპექტაკლს “ტროელ ქალებს” უმასპინძლებს. ეს არის დოკუმენტური სპექტაკლი ომგამოვლილ ქალთა რეალურ მონათხრობის, ევრიპიდესა და სხვა ლიტერატურული წყაროების გამოყენებით. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

ხინკლის ზეიმი ამოდიში | Khinkali Celebration at Amodi

30 ნოემბერს და 1 დეკემბერს “ამოდი” ხინკლის ზეიმზე გეპატიჟებათ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ამოდი 2 საათზე გაიხსნება. და როგორც გვპირდებიან, აქ ნამდვილად საუკეთესო ხინკალი გველის.

ქეთო და კოტე / Keto and Kote

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე ვიქტორ დოლიძის ოპერა “ქეთო და კოტეს” უმასპინძლებს, რომელიც 100 წლის იუბილეს ზეიმობს.

განხილვა