ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, საქმეები იმატებს ხოლმე, რაც გადაღლილობის საფუძველი ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, სულ ცოტა ხნით ყველაფრის დავიწყებისთვის და განტვირთვისთვის, ჩვენ ყოველკვირეული, ტრადიციული საუკეთესო ივენთების სია მოგიმზადეთ:
B.Band // Acoustic live

კაფე-ბარი Metis 6 დეკემბერს, 8:30-ზე ქართველი შემსრულებლის, ბესო ბაბალაშვილის (ცნობილი როგორც B.Band) საღამოზე გეპატიჟებათ. თუკი გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა მყუდრო გარემოში გსურთ, ეს საღამო მართლაც თქვენთვისაა. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს.
Mamuka Japharidze – Works from Archive

გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ მამუკა ჯაფარიძის პერსონალურ გამოფენას, ნამუშევრები არქივიდან. გამოფენა 18 ოქტომბერს გაიხსნა და 8 დეკემბრამდე გაგრძელდება. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
BASSIANI / HOROOM: ANTHONY LINELL ■ THE EMPIRE LINE ■ IRON SIGHT

6 დეკემბერს, BASSIANI-ზე Christian Stadsgaard სოლო პროექტით Vanity Productions წარდგება. იმავე ღამეს Stadsgaard თავის დიდი ხნის კოლაბორატორთან და შვედეთის ელექტრონული მუსიკის სცენის წამყვან არტისტთან, Varg-თან და Isak Hansen (iron sight) ერთადაც წარდგება, პროექტით The Empire Line. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბასიანის ვებგვერდს.
KHIDI 中 SILENT SERVANT ❚ RROSE ❚ ROMAN ❚ LIZA RIVS

6 დეკემებრს KHIDI-ს მთავარ სცენაზე დაუკრავს ლეგენდარული კალიფორნიელი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლების HISTORIA Y VIOLENCIA და JEALOUS GOD თანადამფუძნებელი, ცნობილი კოლექტივის SANDWELL DISTRICT წევრი Juan Mendez სოლო პროექტით SILENT SERVANT. მასთან ერთად წარდგება ლეიბლ STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის ოჯახის წევრი და ინდუსტრიული ჟღერადობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა Rrose. ბილეთებისთვის ეწვიეთ KHIDI-ს ვებგვერდს.
Monument: Vendredi Sur Mer

Charline Mignot იგივე Vendredi Sur Mer-მა მსმენელის ყურადღება 2017 წელს, პირველი EP “Marée Basse”-ით მიიქცია და კრიტიკოსებში პოპულარობაც მარტივად მოიპოვა. Vendredi Sur Mer ქართველი მსმენელისთვის ბენდთან ერთად 7 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL დაუკრავს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.
DECODER: ADRIATIQUE / AUTUMN TREE / MANCHO

7 დეკემბერს DECODER წარმოგიდგენთ: Adriatique – Adrian Shala და Adrian Schqeizer-ის მიერ კოლაბორაციით შექმნილი დუეტი, Autumn Tree – ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილი ლეონ ლოლიშვილის პროექტი. MANCHO- მანჩო დიმიტრიშვილის სასცენო სახელია. ახალგაზრდა დებიუტანტი, რომელიც დიდი აუდიტორიის წინაშე პირველად DECODER-ის საზაფხულო სეზონის დახურვაზე წარდგა. ბილეთების შეძენას Decoder.ge-ზე შეძლებთ.
John Lennon tribute concert

Old School-ში ჯონ ლენონისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ვალერი კოჩაროვი ჯგუფ “ბლიცთან” ერთად უკვდავ ჰიტებს დაუკრავს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.












