13
Dec
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 13-14 დეკემბერი

13 Dec 2019

15 დეკემბერს Marketer.ge საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარ მარკეტინგულ ღონისძიებას, Spotlight-ს გამართავს. კვირის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად სწორედ ის შეიძლება მოვიაზროთ, თუმცა, #სადანროგორ ტრადიციულად გთავაზობთ კვირის სხვა, მნიშვნელოვან ივენთებსაც:

დავით კაკაბაძის არქივის გამოფენა

11 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, რუსთაველის 18-ში დავით კაკაბაძის, როგორც მხატვრის, ფიზიკოსის, ხელოვნების კრიტიკოსისა და მკვლევარის არქივის გაცნობის საშუალება გექნებათ. გამოფენა მხატვრის ოჯახში დაცულ მასალას აერთიანებს: ჩანახატებს, კოლაჟებს, ავტორის სამეცნიერო ექსპერიმენტებს, ფოტოებსა და საავტორო დოკუმენტებს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Rhythm • Kocharov’s

13 დეკემბერს, 10:30-დან ბარ პოლიტიკაში ნიკა კოჩაროვის სელექციის მოსმენა შეგეძლებათ. დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 BITE NITE: SARIN ❚ ADAM X ❚ UNHUMAN ❚ PHASE FATALE

13 დეკემბერს KHIDI წარმოგიდგენთ Hayden Payne-ისა (PHASE FATALE) და Florian Engerling-ის მიერ ბერლინში დაფუძნებული ტექნო ლეიბლის BITE რიგით მეორე შოუქეისს. შოუქეისზე დაუკრავენ: ამერიკული ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, არაერთი პროექტის ავტორი (TRAVERSABLE WORMHOLE, THE X INITIATIVE, MASS-X-ODUS, ADMX-71) და ლეგენდარული ლეიბლ SONIC GROOVE-ის დამფუძნებელი Adam Mitchell იგივე ADAM X. მეტი ინფორმაციისთვის და ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: ANETHA ■ HVL ■ HAMATSUKI ■ NINASUPSA ■ RYDEEN

13 დეკემბერს Bassiani-ზე პარიზში დაფუძნებული დიჯეი და პროდიუსერი ANETHA ფრანგული ტექნოს ახალი ტალღის წარმატებული არტისტი წარდგება, რომელიც ბოლო წლებში ევროპის და ამერიკის ყველა მნიშვნელოვან კლუბსა და ფესტივალზე გვხვდება. ბილეთებისთვის და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

ვენეციური ბაროკო | Venetian Baroque

13 დეკემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება ვენეციური ბაროკო. მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – საქართველოს სინფონიეტა, სერჯო აცოლინი – ფაგოტი │იტალია,  აი იკედა – ფაგოტი │იაპონია
ბალაჟ მატე – ჩელო │ უნგრეთი, პაბლო საპიკო – თეორბო და ბაროკოს გიტარა │ ესპანეთი, ანნა ქურდოვანიძე – კლავესინი და პოზიტივ ორგანი │ საქართველო. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

მაკბეტი / Macbeth

14 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის “მაკბეტი” პრემიერა გაიმართება. დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი, რეჟისორი: დანიელე აბადო, სცენოგრაფი: გრაციანო გრეგორი, კოსტიუმების მხატვარი: კარლა ტეტი.

განხილვა