20
Dec
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 20-22 დეკემბერი

20 Dec 2019

დღეს 20 დეკემბერია, სულ ცოტაც და ახალი წელი მოვა.. განწყობის ამაღლებასთან ერთად ივენთთა რაოდენობაც იმატებს, ჩვენ კი სულ უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა, საუკეთესო ღონისძიებები ტრადიციულად შემოგთავაზოთ:

MONOHALL • EKO & VINDA FOLIO

20 დეკემბერს EKO & VINDA FOLIO – ახალი ალბომით, “თერაპია”, MONOHALL-ში პირველ სოლო კონცერტს გამართავს. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: UMWELT ■ KANCHELI ■ NEWA ■ THE BLACK MADONNA

2o დეკემბერს ბასიანის სცენაზე UMWELT წარდგება – იგი ფრანგი პროდიუსერი, დიჯეი და ლეიბლების Shelter, Fundata, New Flesh და Rave Or Die დამფუძნებელია. მასთან ერთად გამოვლენ KANCHELI და NEWA. HOROOM-ზე კი დაუკრავენ: The Black Madonna, Kvanchi და Mercurrio. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

კლასობანა – Hopscotch

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას „კლასობანა“. ექსპოზიცია 2019 წლის 20 დეკემბერს გაიხსნება და მის ნახვას დამთვალიერებელი 2020-ის 8 იანვრამდე შეძლებს. გამოფენაში სხვადასხვა თაობის 16 არტისტი მონაწილეობს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

მწვანე ოთახი at Spacehall

21 დეკემბერს, Color Room და MasterCard წარმოგიდგენთ “მწვანე ოთახის“ წინასაახალწლო ლაივს Spacehall-ში. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI/FIEDEL (ECLECTIC SET)/KILLA/RYDEEN

21 დეკემბერს G2-ში KHIDI-სა და BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი, ლეიბლების FIEDELONE/FIEDELTWO დამფუძნებელი Michael Fiedler პროექტით FIEDEL ჰაუს სეტით წარდგება მსმენელის წინაშე. მასთან ერთად დაუკრავს ფრანგი სელექტორი KILLA და პროექტ WYLTI-ს ერთ-ერთი წევრი დათუნა დგებუაძე სოლო პროექტით RYDEEN. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

DCBL: Kangding Ray / Dasha Rush / Sigha / George Effe

21 დეკემბერს ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ გერმანელ დიჯეის, პროდიუსერს, ხმის დიზაინერს და გერმანული ტექნო სცენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას David Letellier იგივე KANGDING RAY. მასთან ერთად მსმენელის წინაშე ლეიბლ Fullpanda Records-ის სულის ჩამდგმელი DASHA RUSH წარდგება, რომლის დისკოგრაფიაც დღეისათვის 15-ზე მეტ რელიზსა და კოლაბორაციას ითვლის სხვადასხვა ლეიბლებზე. ბილეთების საყიდლად ეწვიეთ ბმულს. 

ქანთრი” მუსიკის ღამე ისტორიაში Country music night in Istoria

22 დეკემბერს, კვირას, რესტორან ისტორიაში ცოცხალი “ქანთრი” მუსიკის საღამო გაიმართება, რომელზეც თავის მუსიკალურ ისტორიას შოთა ადამაშვილი გაგვიზიარებს. მეტი დეტალის სანახავად, ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა