27
Dec
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 31 დეკემბერს

27 Dec 2019

ახალი წელი გვიახლოვდება და ჩვენი ტვინი ავტომატურად იწყებს ფიქრს იმაზე, თუ სად გავატაროთ 31 დეკემბრის ღამე ისე, რომ დაუვიწყარი მოგონებები დაგვრჩეს. სანამ ივენთების ჩამონათვალს შემოგთავაზებდეთ, მანამდე გეტყვით, რომ მთავარი განწყობაა და თუ საახალწლო განწყობა გექნებათ, ნებისმიერ სიტუაციას მოერგებით. ჩვენ კი მზად ვართ, ტრადიციულად, ამ წელს უკვე ბოლოჯერ შემოგთავაზოთ, 31 დეკემბრის საუკეთესო ღონისძიებები:

 

Sazamtro – New Year 2020

2019 წელს კომუნა მზესუმზირა ახალი პროექტით “საზამთრო” აცილებს. საზამთრო ერთ ეზოში გააერთიანებს 5 სხვადასხვა სივრცეს, სხვადასხვა ფუნქციით და დანიშნულებით. “ეს საშუალებას მოგვცემს, ერთ ფართიზე, ხუთ ერთმანეთისგან განსხვავებულ სამყაროში გიმასპინძლოთ, რათა კიდე უფრო მრავალფეროვანი თავგადასავლები წაიღოთ სახლში.” ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

New Year’s Jam Session at Singer

მყუდრო გარემოს მოყვარულებს მშვენიერი შანსი აქვთ, ახალ წელს მყუდროდ, გემოვნებიან მუსიკასთან ერთად შეეგებონ. ჯაზკლუბი ზინგერი 31 დეკემბერს 2020 წელთან შესახვედრად შინაურ გარემოში გვეპატიჟება. უფრო მეტი დეტალის სანახავად, ეწვიეთ ბმულს. 

New Year’s Celebration / ახალი წლის აღნიშვნა

და თუკი ახალ წელს მხიარულად გსურთ შეხვდეთ, “ამოდი” 31 დეკემბერს ჯგუფი “არას” საღამოზე გვპატიჟებს, რომელიც DJ სეტით დასრულდება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Magic New Year at Republic with Crystal Waters

“გაატარე ახალი წლის ჯადოსნური ღამე რესპუბლიკაში ლეგენდარულ ამერიკელ მომღერალ Crystal Waters-თან ერთად,” – ასე გვეპატიჟება რესპუბლიკა 31 დეკემბერს და საინტერესო სანახაობასა და გარემოს გვპირდება. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: NEW YEAR

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, კლუბში BASSIANI თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისო და გავლენიანი არტისტი, ლეიბლების Hush და Mistress Recordings-ის დამფუძნებელი DVS1 დაუკრავს. მის გარდა, Bassiani-ს საცეკვაო მოედნისთვის ტექნო სცენის კიდევ წარმატებული ფიგურა და ადგილობრივი სცენის სიამაყე Newa დაუკრავს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.

KHIDI 中 NYE

31 დეკემბერს KHIDI-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს ლეიბლ INVOLVE RECORDS-ის დამფუძნებელი, კლუბის რეზიდენტი ესპანელი დიჯეი, პროდიუსერი და თანამედროვე ეისიდ ტექნო ჟღერადობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა Gabriel Cassina იგივე REGAL. G2-ში დაუკრავენ ბერლინის საკლუბო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი, BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი და OSTGUT-ის ოჯახის წევრი VIRGINIA და კლუბის რეზიდენტი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი ლადუკა ნინუა ჰაუს პროექტით SEVDA. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

New Year’s Eve 2020 at Pinzeria by Bontempi and Martini Terrazza

თუკი გსურთ, ახალ წელს რეტრო სტილში შეხვდეთ, მაშინ ღვინის ქარხანას უნდა ეწვიოთ. პინცერია საახალწლო, გალა ვახშამზე გეპატიჟებათ, სადაც თამთა ცხვიტავა და მისი ბენდი დაუკრავს. უფრო მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა