10
Jan
2020

#სადანროგორ: ღონისძიებები 10-13 იანვარი

10 Jan 2020

ახალი წლის ზარ-ზეიმი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღესასწაულო განწყობიდან ყოველდღიურ რეჟიმზე გადავიდეთ და 2020-ს ახალი ენერგიებით შევუდგეთ. რუტინული კვირებისგან თავის დასაღწევად კი ჩვენ კვლავაც ტრადიციულად შემოგთავაზებთ კვირის საუკეთესო ღონისძიებებს. და, აი ისინიც:

BASSIANI / HOROOM: MARCEL FENGLER ■ KANCHELI ■ NINASUPSA ■ YVES

10 იანვარს, კლუბი BASSIANI, ბერლინური ტექნო ლეიბლის IMF (INDEX MARCEL FENGLER) დამაარსებელს და O-TON-ის ოჯახის წევრს, MARCEL FENGLER-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად მთავარ სცენაზე წარდგება KANCHELI-ც. HOROOM-ში კი NINASUPSA და YVES დაუკრავენ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 MAX COOPER ❚ BARKER ❚ JORJICK

10 იანვარს KHIDI-ს მთავარ სცენაზე MAX COOPER დიჯეი სეტითა და ლაივ შესრულებით წარდგება მსმენელის წინაშე. მასთან ერთად დაუკრავენ ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსიერი, კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი და ლეიბლის LEISURE SYSTEM დამფუძნებელი BARKER და ადგილობრივი სცენის პიონერი არტისტი გიორგი ჟორჟოლიანი იგივე JORJICK. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Georgian Pop Music | At Bauhaus Bar

თუკი ნოსტალგიური ხასიათი გიტევთ, მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ 11 იანვარს, 22:00 სთ-ზე ბაუჰაუსში 90-იანი წლების ქართული პოპ-მუსიკის მოსმენა შეგეძლებათ. სხვა დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

მაკნატუნა/Nutcraker

11 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჩაიკოვსკის საშობაო-საახალწლო ზღაპარის ახალი ვერსიის “მაკნატუნას” პრემიერა გაიმართება. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Wine And Music At Wine Not?

12 იანვარს ბარში “Wine Not?” გიგი პიანომენი თქვენთვის საყვარელ მუსიკებს დაუკრავს. საღამო 21:00 სთ-ზე დაიწყება. სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

ლევან ჭიჭინაძე feat. Dini Virsaladze Quartet at Singer

12 იანვარს Jazz Club Singer-ში ლევან ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა “ჯაზი, როგორც ფერი” მოეწყობა, რომელსაც მუსიკალურად დინი ვირსალაძის კვარტეტი გააფორმებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Kraak & Smaak Soundsystem Republic

13 იანვარს რესპუბლიკაში დისკოს, ფანკის, ელექტრონული მუსიკისა და ჰაუსის სინთეზს Kraak and Smaak SoundSystem-ის შესრულებით იხილავთ/მოისმენთ. ივენთზე წარმოდგენილი იქნება ახალი, მე-6 სტუდიური ალბომის ტრეკები. სცენაზე ასევე ვიხილავთ ქართული ელექტრო მუსიკის არტისტებს: Voyager / Skalitzer, TAZTHROB. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა